„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3027-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.019009
3027-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
430060000.05.001.019009
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 10მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;“;

ბ) „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით პროფესიული სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესს.“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

1. პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო:

ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებს;

ე) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;

ვ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;

ზ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;

თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;

ი) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს;

კ) ამტკიცებს პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას;

ლ) უფლებამოსილია პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

6. 151 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის დამატების, ცვლილების და პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოდან კვალიფიკაციის ამოღების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;“.

8. 20მუხლის 1პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო) საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“.

9. 202 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო, რომელსაც პროფესიულ ასოციაციებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

10. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

11. მე-40 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებული პროგრამების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით აღიარება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3027-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.