დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5717-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/02/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430060000.05.001.016608 |
საქართველოს კანონი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ასევე სახელმწიფო დაფინანსების მიღება;“.
2. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო პროფესიული განათლების სფეროში შესაბამისად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
4. 201 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დაფინანსება გაიცემა მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია.“.
5. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;“.
მუხლი 2. სახელმწიფო დაფინანსების აკრედიტებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაცემის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაადგინოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ეტაპები. შესაბამისი ეტაპის დადგომამდე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიუხედავად.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 28 თებერვალი.
№5717–Iს
დოკუმენტის კომენტარები