დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/2014 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 20/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240000.15.008.016128 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/03/2014 - 14/07/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ1” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესი, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესი
|
არჩევნებში მონაწილე პარტიის/კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობას ცესკო ადგენს განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისი მუხლით დადგენილი ნორმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლის საფუძველზე.
მხარდამჭერთა სიები ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება როგორც ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ისე პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ლუქზე ხელმოწერების დატანებით. მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლიანობას და ხსნის ლუქს, რის შემდგომაც ითვლება წარმოდგენილი ხელმოწერების რაოდენობა. თუ ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველს უარი ეთქმევა საარჩევნო რეგისტრაციაზე. თუ ხელმოწერების რაოდენობა აკმაყოფილებს დადგენილ მინიმალურ ოდენობას, ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები შემდეგი წესით: 1. მხარდამჭერთა ხელმოწერები შესრულებული უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულებით დამტკიცებული ნიმუშის ბლანკზე. 1.1. ბლანკს აქვს განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ყოველი პარტიისთვის/კანდიდატისთვის სხვადასხვაა და აღნიშნულია ბლანკის ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში. 1.2. შესაბამის საარჩევნო კომისიაში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები ხელმომწერთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს. თუ დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე შესრულებული ხელმოწერების გამოკლებით, დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველს უარი ეთქმევა საარჩევნო რეგისტრაციაზე. 1. 3. ბლანკის მე-2 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მხარდამჭერის სახელი და გვარი. ბათილია ხელმოწერა, თუ მითითებულია მხარდამჭრი ამომრჩევლის: ა) მხოლოდ სახელი; ბ) მხოლოდ გვარი; გ) გვარი და მხოლოდ სახელის ინიციალი; დ) სახელი და მხოლოდ გვარის ინიციალი; ე) მხოლოდ ინიციალები. 1. 4. ბლანკის მე-3 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული დაბადების რიცხვი და თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხნიშნა რიცხვით). 1. 5. ბლანკის მე-4 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და 7-ნიშნა ნომერი/მოქალაქის პირადობის მოწმობის(რომელშიც არ არის მითითებული მისამართი) 9-ნიშნა ნომერი/საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი 11-ნიშნა ნომერი. 1.6. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მისამართი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მფლობელთა შემთხვევაში, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელიც მითითებულია შესაბამისი პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელთა შემთხვევაში (რომელშიც არ არის მითითებული მისამართი) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს’’ (შემდგომში - ”სააგენტო”) მონაცემთა ბაზის შესაბამისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 1.7. ბლანკის მე-6 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ., 10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში. 1. 8. ბლანკის მე-7 გრაფაში უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერა. 1.9. საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით მხარდამჭერთა მონაცემები გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში. 1.10. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონაცემი არ არის, არასრულად ან არასწორად არის მითითებული, აღნიშნული სტრიქონი გადაიხაზება და ხელმოწერა ბათილად ჩაითვლება. ხოლო ბლანკზე მიეთითება დარჩენილ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა. 1.11. „პასუხისმგებელი პირი”, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. 1.12. ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის რომელიმე მონაცემის შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში, აღნიშნულ ბლანკზე შესრულებული ხელმოწერები მთლიანად ბათილდება, გადაეხაზება ჯვარედინი ხაზი და ზედ დაეწერება „0”.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები