„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016348
34/2017
21/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
010240000.15.008.016348
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №34/2017

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 21/03/2014, 010240000.15.008.016128) დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის 1.3. - 1.7. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.3.  ბლანკის მე-2 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მხარდამჭერის სახელი და გვარი. ბათილია ხელმოწერა, თუ მითითებულია მხარდამჭერი ამომრჩევლის:

ა) მხოლოდ სახელი; ბ) მხოლოდ გვარი; გ) გვარი და მხოლოდ სახელის ინიციალი; დ) სახელი და მხოლოდ გვარის ინიციალი; ე) მხოლოდ ინიციალები.

1.4. ბლანკის მე-3 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული დაბადების რიცხვი და თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხნიშნა რიცხვით).

1.5. ბლანკის მე-4 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი 11- ნიშნა ნომერი.

1.6. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით):

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მფლობელთა შემთხვევაში – მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელიც მითითებულია შესაბამისი პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელთა შემთხვევაში (რომელშიც არ არის მითითებული მისამართი) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” (შემდგომში – „სააგენტო”) მონაცემთა ბაზის შესაბამისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

1.7. ბლანკის მე-6 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.,10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.“.

2. პირველი მუხლის 1.9. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.9.  ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი უფლებამოსილია შერჩევითობის პრინციპით მხარდამჭერთა მონაცემები გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ შემოწმების შემდეგ, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება დადგენილ ოდენობას, ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტი/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ამზადებს დასკვნას პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობის თაობაზე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში – დასკვნას კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი