„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016717
3/2024
18/03/2024
ვებგვერდი, 19/03/2024
010240000.15.008.016717
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2024

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 21/03/2014, 010240000.15.008.016128) დამტკიცებულ მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) 1.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2. შესაბამის საარჩევნო კომისიაში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები ხელმომწერთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.”;

ბ) 1.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.4. ბლანკის მე-3 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული დაბადების რიცხვი და თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხნიშნა რიცხვით, მაგ.,10.09.2014).“;

გ) 1.91. პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 1.11. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.11. „პასუხისმგებელი პირი“, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი 11-ნიშნა ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი, მაგ.:10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, დგება აქტი, პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს უბრუნდება მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი და მას ხარვეზების შესავსებად 3 დღის ვადა ეძლევა. მას ასევე გადაეცემა ახალი ბლანკი, რომელიც ყოველი პარტიისთვის/კანდიდატისთვის სხვადასხვაა და რომელზედაც აღნიშნულია ახალი განმასხვავებელი ნიშანი. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ასევე ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი