დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/2020 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 07/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240000.15.008.016479 |
|
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 21/03/2014, 010240000.15.008.016128) დამტკიცებულ მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 1) 1.6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2) 1.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.7. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.,10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის//საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის//საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.”. 3) 1.8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.8. ბლანკის მე-6 გრაფაში უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერა.”. 4) 1.9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.91 პუნქტი: „1.91. ცესკოს შესაბამისი დეპარტამენტის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვალდებულია ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმებისას, მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული მონაცემების გარდა, დამატებით გადაამოწმოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში: ა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი; ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის შემთხვევაში შესაბამის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი; გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი; დ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი. 5) 1.11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.11. „პასუხისმგებელი პირი”, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.”. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე შევსებულ ბლანკზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების შემოწმება განხორციელდეს შევსების დროს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოქმედი ნორმების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩევლის მისამართის მიუთითებლობა/არასრულად მითითება არ გამოიწვევს მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერის გაბათილებას, ხოლო ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის მისამართის/პირადი ნომრის მიუთითებლობა/არასრულად მითითება არ გამოიწვევს ამგვარ ბლანკზე შესრულებული ყველა ხელმოწერის გაბათილებას. |
| მუხლი 3 |
პარტიას უფლება აქვს მხარდამჭერთა სიის ნიმუშის დამტკიცების შესახებ განკარგულების ამოქმედებისთანავე მიმართოს ცესკოს და დარჩენილი ხელმოწერები წარადგინოს ახალი ნიმუშის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები