„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016287
48/2016
14/07/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
010240000.15.008.016287
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №48/2016

2016 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 010190020.15.008.016021) დამტკიცებული წესის პირველი მუხლის 1.3.-1.7. ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.3. ბლანკის მე-2 გრაფაში პირადად ამომრჩევლის მიერ სრულად უნდა იყოს მითითებული მხარდამჭერის სახელი და გვარი. ბათილია ხელმოწერა, თუ მითითებულია მხარდამჭერი ამომრჩევლის: ა) მხოლოდ სახელი; ბ) მხოლოდ გვარი; გ) გვარი და მხოლოდ სახელის ინიციალი; დ) სახელი და მხოლოდ გვარის ინიციალი; ე) მხოლოდ ინიციალები.

1.4. ბლანკის მე-3 გრაფაში პირადად ამომრჩევლის მიერ სრულად უნდა იყოს მითითებული დაბადების რიცხვი და თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხნიშნა რიცხვით).

1.5. ბლანკის მე-4 გრაფაში პირადად ამომრჩევლის მიერ სრულად უნდა იყოს მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და 7-ნიშნა ნომერი/მოქალაქის პირადობის მოწმობის(რომელშიც არ არის მითითებული მისამართი) 9-ნიშნა ნომერი/საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი 11-ნიშნა  ნომერი.

1.6. ბლანკის მე-5 გრაფაში პირადად ამომრჩევლის მიერ სრულად უნდა იყოს მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს) და მისამართი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მფლობელთა შემთხვევაში, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელიც მითითებულია შესაბამისი პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის  მფლობელთა შემთხვევაში (რომელშიც არ არის მითითებული მისამართი) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” (შემდგომში - „სააგენტო”) მონაცემთა ბაზის შესაბამისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

1.7. ბლანკის მე-6 გრაფაში პირადად ამომრჩევლის მიერ სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.,10.09.2014), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს  შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის/პრეზიდენტობის კანდიდატის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი