დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 394 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.017561 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2013 - 10/02/2014)
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებისა და მათი შემუშავების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე ; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი; საგადასახადო ომბუდსმენი – საბჭოს წევრი; სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – საბჭოს წევრი; სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი – საბჭოს წევრი; სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი – საბჭოს წევრი; სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – საბჭოს წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი – საბჭოს წევრი. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება. |
| მუხლი 3 |
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრემიერ‑მინისტრის 2013 წლის 2 აგვისტოს №153 ბრძანება „საქართელოს ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საბჭოს შექმნის შესახებ“. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
ეკონომიკური საბჭოს
დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს და შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მუხლი 2. საბჭოს უფლებამოსილება საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყნის შიდა ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარება და მათი შემუშავების კოორდინაცია; ბ) ქვეყნის შიდა ეკონომიკური განვითარების, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი; გ) შესაბამის უწყებებთან ერთად ქვეყნის დარგობრივი სტრატეგიის შემუშავებისა და მისი განხორციელების პროცესში მონაწილეობა; დ) ეკონომიკური რისკებისა და საინვესტიციო გარემოს ანალიზი; ე) მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი; ვ) ქვეყნის შიდა ეკონომიკური მიმართულებების პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) ეკონომიკური პროფილის სამინისტროებსა და სხვა დაწესებულებებთან საბჭოს საქმიანობის კოორდინაცია; თ) საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკის მისიებსა და სხვა ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია; ი) შიდა ეკონომიკური კუთხით რეფორმების მიმართულებების ანალიზი; კ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ ცალკეულ საკითხთა შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის; ლ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის; მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ნ) ქვეყნის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარება და მათი შემუშავების კოორდინაცია; ო) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან ერთად ქვეყნის დარგობრივი სტრატეგიის შემუშავებისა და მისი განხორციელების პროცესში მონაწილეობა; პ) ორმხრივი და მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირების, საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზი და მათ მომზადებაში მონაწილეობა; ჟ) შესაძლო და პერსპექტიული საგარეო ეკონომიკური კავშირების ანალიზი; რ) საგარეო ეკონომიკური რისკების ანალიზი; ს) საზღვარგარეთ მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე მათი შესაძლო გავლენის ანალიზი; ტ) საგარეო ეკონომიკური კუთხით რეფორმების მიმართულებების ანალიზი; უ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ ცალკეულ საკითხთა შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის; ფ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის; ქ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულება. ღ) საქართველოს ენერგოდერეფნის გავლით ტრანზიტით გატარებული ენერგომატარებლების მოცულობებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესწავლა; ყ) მიმდინარე ტენდენციების დადგენა ენერგომატარებლების თითოეული ტიპის, მათი წარმომავლობის ქვეყნის, საბადოს ან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიხედვით; შ) სხვადასხვა ტიპისა და წარმოშობის ენერგომატარებლებთან დაკავშირებით პრობლემების იმ ერთობლიობის იდენტიფიცირება, რომლებიც ზღუდავს არსებული სატრანსპორტო მოცულობების ზრდას; ჩ) ახალი სატრანსპორტო პერსპექტივების ანალიზი; ც) ჩატარებული კომპლექსური ანალიზის საფუძველზე კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს: ც.ა) სატრანზიტო კომპანიებთან ენერგოდერეფნის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით გასატარებელ სამუშაოებს, როგორც საქართველოში, ასევე კასპიის ზღვის სხვა ქვეყნებში; ც.ბ) სატრანზიტო ქვეყნებთან შესაბამის საკითხებზე ურთიერთობის სტრატეგიას; ც.გ) სატრანზიტო კომპანიებთან ურთიერთობის სტრატეგიას; ც.დ) აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირსა და აშშ‑სთან თანამშრომლობის პერსპექტივების ანალიზს ენერგორესურსების ევროპისთვის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის სფეროში, მათი ინტერესების გათვალისწინებისა და გამოყენების მიზნით; ძ) საქართველოს გავლით დღეისათვის არსებული გრძელვადიანი სატრანზიტო პროექტების და გაზის მოწოდების საკონტრაქტო პირობების შესწავლა და მათი გაუმჯობესების პერსპექტივების დადგენა; წ) საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდის შესაძლებლობების შესწავლა და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება; ჭ) საქართველოში ნავთობის გადამუშავების პერსპექტივების შესწავლა; ხ) შესაბამისი სამუშაოების ჩატარების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების, სპეციალისტებისა და მრჩევლების ჩართვა, საჭიროებისამებრ; ჯ) ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება; ჰ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან დაწესებულებისგან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა; ჰ1) ქვეყნის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა; ჰ2) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ ცალკეულ საკითხთა შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის; ჰ3) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის; ჰ4) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულება. 1. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. 2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საგადასახადო ომბუდსმენი, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 3. საბჭოს მუდმივი წევრების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იქნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხმის უფლების გარეშე საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეული იქნენ სხვა თანამდებობის პირები. 5. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ‑მინისტრის წინაშე. მუხლი 4. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. საბჭოს სხდომები დახურულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად. 3. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება თვეში ერთხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეიძლება საბჭოს სხდომა, საჭიროებისამებრ, მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე. 4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახილველ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოსცემს შესაბამის აქტებს. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. მუხლი 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანს (შემდგომში – საბჭოს მდივანი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. საბჭოს მდივანი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 3. საბჭოს მდივანი: ა) უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის ორგანიზებას; ბ) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ამზადებს საბჭოს სხდომებს; ე) აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებების შესრულებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ზ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 6. ეკონომიკური საბჭოს აპარატი 1. საბჭოს საქმიანობას უზრუნველყოფს ეკონომიკური საბჭოს აპარატი. 2. ეკონომიკური საბჭოს აპარატის საქმიანობას წარმართავს ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 3. საბჭოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო განრიგი, საბჭოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებები მტკიცდება მთავრობის დადგენილებით. მუხლი 7. საბჭოს გაუქმება და დებულებაში ცვლილების შეტანა საბჭოს გაუქმება ან დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები