ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე

ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017561
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
394
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
010220030.10.003.017561
ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2013 - 10/02/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №394

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქ­მია­ნობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვე­პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნ­ქ­ტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შე­სა­ბამისად, ქვეყნის ეკონო­მი­­­­კური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრა­ტე­­გიის და­გე­გ­მარებისა და მათი შე­­­მუშავების კოორდინაციის მიზნით, შეიქ­მ­ნას ეკო­ნო­მი­კუ­რი საბჭო (შემ­დგომ­ში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე ;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის­ტ­რი საბჭოს წევრი;

საქართველოს ენერგეტიკის მი­ნის­ტ­რი საბჭოს წევრი;

საქართველოს რეგიონული გან­ვი­­­თ­ა­რებისა და ინფრას­ტ­რუქ­ტუ­რის მინისტრი – საბჭოს წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნე­ო­ბის მინისტრი – საბჭოს წევრი;

საქართველოს გარემოსა და ბუ­ნე­ბ­­­რი­ვი რესურსების დაც­ვის მი­ნის­­ტ­რი – საბჭოს წევრი;

საგადასახადო ომბუდსმენი – საბჭოს წევრი;

სსიპ – სახელმწიფო ქონების ერო­ვ­­­ნუ­ლი სააგენტოს თავმჯდო­მარე – საბჭოს წევრი;

სს „საქართველოს ნავთობისა და გა­ზის კორპორაციის“ გე­ნე­­რალუ­რი დირექტორი – საბჭოს წევრი;

სს „საპარტნიორო ფონდის“ აღ­მას­­­­რუ­ლებელი დირექტორი – საბჭოს წევრი;

სს „საქართველოს რკინიგზის“ გე­ნე­­­­რალური დირექტორი – საბჭოს წევრი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი – საბჭოს წევრი.

მუხლი 2
დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 3
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხა­დ­დეს სა­ქარ­თველოს პრემიერ‑მინისტრის 2013 წლის 2 აგვისტოს №153 ბრძა­ნება „სა­ქარ­­თელოს ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გან­ვი­­თა­რების საბ­ჭოს შექმნის შესახებ“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ეკონომიკური საბჭოს

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის  სათათბირო ორგანოს და შექმნილია საქარ­თ­ვე­ლოს მთავ­­­­­რობის დადგენილებით.        

2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

 მუხლი 2. საბჭოს უფლებამოსილება

 საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:      

ა) ქვეყნის შიდა ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატე­გიის დაგეგმარება და მათი შემუშავების კოორდინაცია;

ბ) ქვეყნის შიდა ეკონომიკური განვითარების, ქვეყნის მაკრო­ეკო­ნო­მი­კური მაჩვენებლების ანალიზი;

გ) შესაბამის უწყებებთან ერთად ქვეყნის დარგობრივი სტრატეგიის შე­მუშავებისა და მისი განხორციელების პროცესში მონაწილეობა;

დ) ეკონომიკური რისკებისა და საინვესტიციო გარემოს ანალიზი;

ე) მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი;

ვ) ქვეყნის შიდა ეკონომიკური მიმართულებების პრიორიტეტების გან­სა­ზღვრასა და შესაბამისი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ზ) ეკონომიკური პროფილის სამინისტროებსა და სხვა და­წესე­ბუ­ლე­ბებ­თან საბჭოს საქმიანობის კოორ­დინაცია;

თ) საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკის მისი­ებსა და სხვა ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო წარმომა­დგენ­ლო­ბებ­თან კომუ­ნი­კაცია;

ი) შიდა ეკონომიკური კუთხით რეფორმების მიმარ­თ­უ­ლებების ანა­ლი­ზი;

კ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავ­რობის სხდომაზე გან­სახი­­ლველ ცალკეულ საკითხთა შესწავლა და შესაბამისი ინფო­რმაციის წარ­დგენა სა­ქართველოს პრე­მიერ‑მინისტრისათვის;

ლ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რე­კომენდაციების წარდგენა საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ცალ­კე­ულ დავალებათა შესრულება;

ნ) ქვეყნის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრა­ტეგიის დაგეგმარება და მათი შემუშავების კოორდინაცია;

ო) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან ერთად ქვეყნის დარ­­­გობრივი სტრატეგიის შემუშავებისა და მისი განხორციელების პრო­ცეს­ში მო­ნა­წილეობა;

პ) ორმხრივი და მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირების, საერ­თა­შო­რისო ხელშე­კრულებების ანალიზი და მათ მომზადებაში მო­­ნა­წი­­ლე­ობა;

ჟ) შესაძლო და პერსპექტიული საგარეო ეკონომიკური კავშირების ანა­ლიზი;

რ) საგარეო ეკონომიკური რისკების ანალიზი;

ს) საზღვარგარეთ მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და ქვე­ყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე მათი შესაძლო გავლენის ანალიზი;

ტ) საგარეო ეკონომიკური კუთხით რეფორმების მიმარ­თ­ულებების ანა­­ლიზი;

უ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სხდომაზე გან­სახილველ ცალკეულ საკითხთა შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის წარ­დგენა საქა­რ­თველოს პრე­მიერ‑მინისტრისათვის;

ფ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ცალ­კე­ულ დავალებათა შესრულება.

ღ) საქართველოს ენერგოდერეფნის გავლით ტრანზიტით გატა­რებუ­ლი ენერ­გომატარებლების მოცულობებთან დაკავშირებით არსე­ბული მდგო­მარე­ობის შესწავლა;

ყ) მიმდინარე ტენდენციების დადგენა ენერგომატარებლების თი­თოე­ული ტიპის, მათი წარმომავლობის ქვეყნის, საბადოს ან ნავ­თობ­გადა­მამუშ­ა­ვე­ბელი ქარხნის მიხედვით;

შ) სხვადასხვა ტიპისა და წარმოშობის ენერგომატარებლებთან დაკავში­რებით პრობლემების იმ ერთობლიობის იდენტიფიცირება, რომ­ლებიც ზღუ­დავს არსებული სატრანსპორტო მოცულობების ზრდას;

ჩ) ახალი სატრანსპორტო პერსპექტივების ანალიზი;

ც) ჩატარებული კომპლექსური ანალიზის საფუძველზე კონკ­რეტუ­ლი რე­კომენდაციების შემუშავება განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს:

ც.ა) სატრანზიტო კომპანიებთან ენერგოდერეფნის მიმზიდველობის გაზ­­რ­დის მიზნით გასატარებელ სამუშაოებს, როგორც საქართველოში, ასე­ვე კა­სპიის ზღვის სხვა ქვეყნებში;

ც.ბ) სატრანზიტო ქვეყნებთან შესაბამის საკითხებზე ურთი­ერ­თობის სტრა­­­­ტ­ეგიას;

ც.გ) სატრანზიტო კომპანიებთან ურთიერთობის სტრატეგიას;

ც.დ) აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ საკითხთან დაკავ­შირ­ე­ბით, ევროკავშირსა და აშშ‑სთან თანამშრომლობის პერ­სპექ­ტივების ანალიზს ენერგორესურსების ევროპისთვის მიწოდების მარ­შრუ­ტების დივერსი­ფი­კა­ციის სფეროში, მათი ინტერესების გათვა­ლისწინებისა და გამოყენების მიზ­ნით;

ძ) საქართველოს გავლით დღეისათვის არსებული გრძელვადიანი სატ­რან­ზიტო პროექტების და გაზის მოწოდების საკონტრაქტო პირო­ბების შეს­წავლა და მათი გაუმჯობესების პერსპექტივების დადგენა;

წ) საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდის შესაძ­ლებ­ლობების შესწავლა და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება;

ჭ) საქართველოში ნავთობის გადამუშავების პერსპექტივების შეს­წავ­ლა;

 ხ) შესაბამისი სამუშაოების ჩატარების პროცესში საერთაშორისო ექს­პერ­­ტების, სპეციალისტებისა და მრჩევლების ჩართვა, საჭიროებისამებრ;

 ჯ)  ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება;

ჰ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან დაწესებულებისგან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა;

1) ქვეყნის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა;

2) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სხდომაზე გან­სა­ხილველ ცალკეულ საკითხთა შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის წარ­დ­გენა საქართველოს პრე­მიერ‑მინისტრისათვის;

3) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რე­კომენდაციების წარდგენა საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის;

4) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ცალ­კე­ულ დავალებათა შესრულება.

მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები.

2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის­ტ­რი, საქართველოს ენერგეტიკის მი­ნის­ტ­რი,  საქართველოს რეგიონული გან­ვი­­­თ­ა­რებისა და ინფრას­ტ­რუქ­ტუ­რის მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნე­ო­ბის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუ­ნე­ბ­­­რი­ვი რესურსების დაც­ვის მი­ნის­­ტ­რი, საგადასახადო ომბუდსმენი, სსიპ – სახელმწიფო ქონების ერო­ვ­­­ნუ­ლი სააგენტოს თავმჯდო­მარე, სს „საქართველოს ნავთობისა და გა­ზის კორპორაციის“ გე­ნე­­რალუ­რი დირექტორი, სს „საპარტნიორო ფონდის“ აღ­მას­­­­რუ­ლებელი დირექტორი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გე­ნე­­­­რალური დირექტორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი.

3. საბჭოს მუდ­­მივი წევ­რე­ბის გარდა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ: სა­­ქართველოს საგარეო საქ­მე­­­თა მი­ნისტ­რი, სა­ქარ­­თვე­­ლოს თავდაცვის მი­ნის­ტ­რი, საქართველოს შრო­მის, ჯან­­­მ­რთე­­ლო­ბისა და სო­­­ციალური დაცვის მი­ნი­ს­­ტ­რი, საქართველოს ეროვ­ნუ­ლი ბანკის პრე­ზი­­დენტი, საჯარო და კერძო სა­მართლის იუ­რიდიული პი­­რე­ბის წარ­­­მომად­გენ­ლე­­­ბი.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხმის უფლების გარეშე საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა თანამდებობის პირები.

5. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ‑მინისტრის წი­ნა­შე.

მუხლი 4. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საბჭოს სხდომები დახურულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად.

3.  საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება თვეში ერთხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეიძლება საბჭოს სხდომა, საჭიროებისამებრ, მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების  თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5. საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახილველ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოსცემს შესაბამის აქტებს.

6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

მუხლი 5.  საქართველოს  პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანს (შემდგომში – საბჭოს მდივანი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საბჭოს მდივანი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

3. საბჭოს მდივანი:

ა) უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;

ბ) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ) ამზადებს საბჭოს სხდომებს;

ე) აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებების შესრულებას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ზ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 6. ეკონომიკური  საბჭოს აპარატი

1. საბჭოს საქმიანობას უზრუნველყოფს ეკონომიკური საბ­ჭოს აპარატი.

2. ეკონომიკური საბჭოს აპარატის საქმიანობას წარმართავს ეკონო­მი­კუ­რი საბჭოს მდი­­­ვანი.

3. საბჭოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო განრიგი, საბჭოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებები მტკიცდება მთავრობის დადგენილებით.

 მუხლი 7. საბჭოს გაუქმება და დებულებაში ცვლილების შეტანა

საბჭოს გაუქმება ან დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.