„ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017757
138
10/02/2014
ვებგვერდი, 12/02/2014
010220030.10.003.017757
„ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №138

2014 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილებაში (შემდგომში – დადგენილება) www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010220030.10.003.017561) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქ­მია­ნობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვე­პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნ­ქ­ტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის ეკონო­მი­­­­კური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრა­ტე­­გიის და­გე­გ­მარებისა და მათი შე­­­მუშავების კოორდინაციის მიზნით, შეიქ­მ­ნას ეკო­ნო­მი­კუ­რი საბჭო (შემ­დგომ­ში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრისაბჭოს წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის­ტ­რი საბჭოს წევრი;

საქართველოს ენერგეტიკის მი­ნის­ტ­რი საბჭოს წევრი;

საქართველოს რეგიონული გან­ვი­­­თ­ა­რებისა და ინფრას­ტ­რუქ­ტუ­რის მინისტრისაბჭოს წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნე­ო­ბის მინისტრი საბჭოს წევრი;

საქართველოს გარემოსა და ბუ­ნე­ბ­­­რი­ვი რესურსების დაც­ვის მი­ნის­­ტ­რი – საბჭოს წევრი;

საგადასახადო ომბუდსმენი – საბჭოს წევრი;

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი – საბჭოს წევრი;

სსიპ – სახელმწიფო ქონების ერო­ვ­­­ნუ­ლი სააგენტოს თავმჯდო­მარე – საბჭოს წევრი;

სს „საქართველოს ნავთობისა და გა­ზის კორპორაციის“ გე­ნე­­რალუ­რი დირექტორი – საბჭოს წევრი;

სს „საპარტნიორო ფონდის“ აღ­მას­­­­რუ­ლებელი დირექტორი – საბჭოს წევრი;

სს „საქართველოს რკინიგზის“ გე­ნე­­­­რალური დირექტორი – საბჭოს წევრი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი – საბჭოს წევრი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ეკონომიკური საბჭოს დებულების“ (შემდგომში – დებულება) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საბჭოს უფლებამოსილება

საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:      

ა) ქვეყნის საგარეო და შიდა ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატე­გიის დაგეგმარება და მათი შემუშავების კოორდინაცია;

ბ) ქვეყნის შიდა ეკონომიკური განვითარების, ქვეყნის მაკრო­ეკო­ნო­მი­კური მაჩვენებლების ანალიზი;

გ) შესაბამის უწყებებთან ერთად ქვეყნის დარგობრივი სტრატეგიის შე­მუშავებისა და მისი განხორციელების პროცესში მონაწილეობა;

დ) ეკონომიკური რისკებისა და საინვესტიციო გარემოს ანალიზი;

ე) ქვეყნის შიდა ეკონომიკური მიმართულებების პრიორიტეტების გან­სა­ზღვრასა და შესაბამისი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკის მისი­ებსა და სხვა ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო წარმომა­დგენ­ლო­ბებ­თან კომუ­ნი­კაცია;

ზ) საგარეო და შიდა ეკონომიკური კუთხით რეფორმების მიმარ­თ­უ­ლებების ანა­ლი­ზი;

თ) ორმხრივი და მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირების, საერ­თა­შო­რისო ხელშე­კრულებების ანალიზი და მათ მომზადებაში მო­­ნა­წი­­ლე­ობა;

ი) შესაძლო და პერსპექტიული საგარეო ეკონომიკური კავშირების ანა­ლიზი;

კ) საზღვარგარეთ მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და ქვე­ყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე მათი შესაძლო გავლენის ანალიზი;

ლ) საქართველოს ენერგოდერეფნის გავლით ტრანზიტით გატა­რებუ­ლი ენერ­გომატარებლების მოცულობებთან დაკავშირებით არსე­ბული მდგო­მარე­ობის შესწავლა;

მ) მიმდინარე ტენდენციების დადგენა ენერგომატარებლების თი­თოე­ული ტიპის, მათი წარმომავლობის ქვეყნის, საბადოს ან ნავ­თობ­გადა­მამუშ­ა­ვე­ბელი ქარხნის მიხედვით;

ნ) სხვადასხვა ტიპისა და წარმოშობის ენერგომატარებლებთან დაკავში­რებით პრობლემების იმ ერთობლიობის იდენტიფიცირება, რომ­ლებიც ზღუ­დავს არსებული სატრანსპორტო მოცულობების ზრდას;

ო) ახალი სატრანსპორტო პერსპექტივების ანალიზი;

პ) ჩატარებული კომპლექსური ანალიზის საფუძველზე კონკ­რეტუ­ლი რე­კომენდაციების შემუშავება განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს:

პ.ა) სატრანზიტო კომპანიებთან ენერგოდერეფნის მიმზიდველობის გაზ­­რ­დის მიზნით გასატარებელ სამუშაოებს როგორც საქართველოში, ასე­ვე კა­სპიის ზღვის სხვა ქვეყნებში;

პ.ბ) სატრანზიტო ქვეყნებთან შესაბამის საკითხებზე ურთი­ერ­თობის სტრა­­­­ტ­ეგიას;

პ.გ) სატრანზიტო კომპანიებთან ურთიერთობის სტრატეგიას;

პ.დ) აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ საკითხთან დაკავ­შირ­ე­ბით, ევროკავშირსა და აშშ‑სთან თანამშრომლობის პერ­სპექ­ტივების ანალიზს ენერგორესურსების ევროპისთვის მიწოდების მარ­შრუ­ტების დივერსი­ფი­კა­ციის სფეროში, მათი ინტერესების გათვა­ლისწინებისა და გამოყენების მიზ­ნით;

ჟ) საქართველოს გავლით დღეისათვის არსებული გრძელვადიანი სატ­რან­ზიტო პროექტების და გაზის მოწოდების საკონტრაქტო პირო­ბების შეს­წავლა და მათი გაუმჯობესების პერსპექტივების დადგენა;

რ) საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდის შესაძ­ლებ­ლობების შესწავლა და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება;

ს) შესაბამისი სამუშაოების ჩატარების პროცესში საერთაშორისო ექს­პერ­­ტების, სპეციალისტებისა და მრჩევლების ჩართვა, საჭიროებისამებრ;

 ტ)  ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება;

უ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან დაწესებულებისგან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა;

ფ) ქვეყნის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი კანონების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა. აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დაგეგმარების/მომზადების ზედამხედველობა და კოორდინაცია;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სხდომაზე გან­სა­ხილველ ცალკეულ საკითხთა შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის წარ­დ­გენა საქართველოს პრე­მიერ‑მინისტრისათვის;

ღ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რე­კომენდაციების წარდგენა საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ცალ­კე­ულ დავალებათა შესრულება.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის­ტ­რი, საქართველოს ენერგეტიკის მი­ნის­ტ­რი,  საქართველოს რეგიონული გან­ვი­­­თ­ა­რებისა და ინფრას­ტ­რუქ­ტუ­რის მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნე­ო­ბის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუ­ნე­ბ­­­რი­ვი რესურსების დაც­ვის მი­ნის­­ტ­რი, საგადასახადო ომბუდსმენი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი,   სსიპ – სახელმწიფო ქონების ერო­ვ­­­ნუ­ლი სააგენტოს თავმჯდო­მარე, სს „საქართველოს ნავთობისა და გა­ზის კორპორაციის“ გე­ნე­­რალუ­რი დირექტორი, სს „საპარტნიორო ფონდის“ აღ­მას­­­­რუ­ლებელი დირექტორი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გე­ნე­­­­რალური დირექტორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი