დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 350 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.017970 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010220030.10.003.017561) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „თ“-„კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებისა და მათი შემუშავების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – საბჭოს წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი – საბჭოს წევრი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „ეკონომიკური საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 3. საბჭოს მუდმივი წევრების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იქნენ: საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საგადასახადო ომბუდსმენი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები