ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 664
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018284
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
664
05/12/2014
ვებგვერდი, 05/12/2014
010220030.10.003.018284
ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/12/2014 - 25/06/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №664

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და საქმიანობის  წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „თ“-„კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 292  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:

მუხლი 1
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური  სტრა­ტეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით, განი­საზღვროს  ეკონომიკური  საბჭოს (შემდგომში – საბჭო)  შემადგენლობა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი;

საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების მინისტ­რი – საბჭოს წევრი;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – საბჭოს წევრი;

საქართველოს რეგიონული  განვითარებისა  და  ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი;

აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე – საბჭოს წევრი;

საგადასახადო ომბუდსმენი – საბჭოს წევრი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებშიეკონომიკური საბჭოს მდივანი – საბჭოს წევრი.

მუხლი 2
დამტკიცდეს ეკონომიკური საბჭოს თანდართული დებულება. 
მუხლი 3
დადგენილების  ამოქმედებისთანავე  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილება. 
მუხლი 4
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ეკონომიკური საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის  სათათბირო ორგანო.       

2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქარ­თვე­ლოს კანონების, ამ დებულებისა და საქართველოს სხვა სამარ­თლებრივი აქტების საფუძველზე.

3. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

 

მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, მისი დაგეგმვის კოორდინაცია, განვითარების პრიორიტეტული მიმართუ­ლებების განსაზღვრა;

ბ)  ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება;

გ)  ქვეყნის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებ­ლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დაგეგმარების/მომზადების  კოორდი­ნაციის  ხელშეწყობა;

დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ ცალკეულ საკითხთა წინასწარი შესწავლა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლე­ბამოსილებების განხორციელება.

 

მუხლი 3. საბჭოს მოწვეული წევრები

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული  საბჭოს  წევრების  გარდა, საქართველოს  პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ მთავრობის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოს და  კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, ხმის უფლებით ან მის გარეშე.

 

მუხლი 4. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინის­ტრი.

2. საბჭოს სხდომები დახურულია. საქართველოს პრემიერ-მინი­ს­ტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად.

3.  საბჭოს სხდომა იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით.

4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5. საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

6. საბჭოს  გადაწყვეტილება  შესასრულებლად სავალდებულოა საბ­ჭოს წევ­რე­ბისათვის.

 

მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფა

1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, ინფორმაციულ და სამარ­თლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს  საბჭოს აპარატი.

2.  საბჭოს აპარატის დებულება და საშტატო განრიგი მტკიცდება სა­ქარ­თველოს მთავრობის დადგენილებით.

 

მუხლი 6. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა

საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.