დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2059 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24(31), 26/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.040.030.05.001.000.572 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (20/12/2011 - 15/07/2020)
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ
სახელმწიფო ხელს უწყობს საქართველოში კულტურის სფეროს მოღვაწეთა პროფესიულ- შემოქმედებითი გაერთიანებების საქმიანობას, რომელთა მიზანია ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარება, ხელოვნების კერებისა და ტრადიციების შენარჩუნება, კულტურის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, საზოგადოებაში შემოქმედებითი პროფესიების პრესტიჟის ამაღლება, მათი წარმომადგენლების უფლებების დაცვა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
ეს კანონი, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და შემოქმედებითი კავშირების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აძლევს მათ უფლებას დამოუკიდებლად გადაწყვიტონ კავშირთა კომპეტენციაში შემავალი საკითხები მათი წესდების შესაბამისად. ამასთან, კანონის დებულებებით, შემოქმედებით კავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და არ ზღუდავს იმ შემოქმედი მუშაკის უფლებებს, რომელიც არ არის ასეთი კავშირის წევრი.
მუხლი 1 . კანონის რეგულირების საგანი
ეს კანონი ადგენს შემოქმედი მუშაკისა და შემოქმედებითი კავშირის სამართლებრივ სტატუსს, აგრეთვე კავშირის შექმნის, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს.
მუხლი 2 . კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ვრცელდება ყველა შემოქმედ მუშაკზე, საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ყველა შემოქმედებით კავშირსა და მის ფილიალებზე (ადგილობრივ ორგანიზაციებზე).
მუხლი 3 . კანონში გამოყენებული ტერმინები
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემოქმედი მუშაკი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ- შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები ან მათი ინტერპრეტაცია;
ბ) ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები − შემოქმედი მუშაკის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი, რომელიც განსაზღვრულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით;
გ) შემოქმედებითი კავშირი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ლიტერატურისა და ხელოვნების ერთი ან რამდენიმე დარგის არანაკლებ 5 შემოქმედი მუშაკის პროფესიულ-შემოქმედებითი გაერთიანება, რომელში გაწევრებაც ნებაყოფლობითია და რომლის მიზანია ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარება, ამ გაერთიანების წევრთა საერთო კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა, სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობის განხორციელება;
დ) შემოქმედებითი კავშირის ფილიალი − შემოქმედებითი კავშირის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს კავშირის ადგილსამყოფლის გარეთ და მთლიანად ან ნაწილობრივ ასრულებს მის ფუნქციებს, მოქმედებს კავშირის მიერ დამტკიცებული წესდების საფუძველზე და არ არის იურიდიული პირი;
ე) შემოქმედებითი ჯგუფი – საერთო მიზნის მისაღწევად არანაკლებ 5 შემოქმედი მუშაკის ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც არ არის იურიდიული პირი. ამასთან, შემოქმედებითი კავშირის წევრს უფლება აქვს გაწევრიანდეს შემოქმედებით ჯგუფშიც, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კავშირის წესდებას.
საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1107-სსმI, №30, 30.10.2001 წ., მუხ.121
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501 5 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 4 . შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. შემოქმედებითი კავშირი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით.
2. შემოქმედებითი კავშირისა და მისი მმართველობის ორგანოთა ადგილსამყოფელი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე.
შემოქმედი მუშაკი და მისი სტატუსი
მუხლი 5 . შემოქმედებით კავშირში შემოქმედი მუშაკის გაწევრიანება
1. შემოქმედებით კავშირში შეიძლება გაწევრიანდეს პირი (საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი), რომლის ინტელექტუალურ- შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები ან მათი ინტერპრეტაცია და რომლებიც უპასუხებენ ამ კანონითა და კავშირის წესდებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. შემოქმედებითი კავშირის წესდებით დადგენილი მოთხოვნები არ უნდა ზღუდავდეს მისი წევრის საავტორო თუ სხვა უფლებებს, აგრეთვე ხელს უნდა უწყობდეს კავშირის შემადგენლობაში შესაბამისი შემოქმედებითი პროფესიების კვალიფიციურ წარმომადგენელთა გაწევრიანებას და მათ შემოქმედებით ზრდას.
21. შემოქმედ მუშაკს უფლება აქვს ერთდროულად გაწევრიანდეს რამდენიმე შემოქმედებით კავშირში.
3. შემოქმედებით კავშირში გაწევრიანების პირობები და წესი, აგრეთვე კავშირიდან ნებაყოფლობითი გასვლისა და გარიცხვის წესი განისაზღვრება კავშირის წესდებით.
საქართველოს 2002 წლის 28 თებერვლის კანონი №1308-სსმI, №5, 21.03.2001წ., მუხ.30
მუხლი 6 . შემოქმედებითი კავშირის წევრის უფლებები და მოვალეობანი
1. შემოქმედებითი კავშირის წევრს უფლება აქვს შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელ პირს ან მუდმივმოქმედ ხელმძღვანელ ორგანოს წერილობით აცნობოს და შემდეგ, ნებისმიერ დროს, გავიდეს კავშირის წევრთა რიგებიდან.
2. შემოქმედებითი კავშირის წევრს უფლება აქვს კავშირის სახელით იმოქმედოს შესაბამისი მინდობილობით და გააკეთოს განცხადება მისთვის წესდებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
3. შემოქმედებითი კავშირის წევრს გააჩნია ამ კანონითა და კავშირის წესდებით განსაზღვრული სხვა უფლებები.
4. შემოქმედებითი კავშირის წევრის მოვალეობაა ამ კანონისა და შემოქმედებითი კავშირის წესდებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.
მუხლი 7 . შემოქმედი მუშაკის სტატუსი
შემოქმედი მუშაკის სტატუსი, რომელიც:
ა) შემოქმედებითი კავშირის წევრია, განისაზღვრება ამ კავშირის წესდების შესაბამისად;
ბ) არ არის შემოქმედებითი კავშირის წევრი, საჭიროების შემთხვევაში დგინდება პროფესიული რეკომენდაციით, რომელსაც გასცემს მხოლოდ შესაბამისი სფეროს შემოქმედებითი კავშირის კოლეგიური ორგანო. რეკომენდაციის გაცემის წესი განისაზღვრება კავშირის წესდებით, ხოლო მისი გაცემის საფუძველია მუშაკის პროფესიულ-შემოქმედებითი საქმიანობის დადებითი შეფასება.
საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1107-სსმI, №30, 30.10.2001 წ., მუხ.121
მუხლი 8 . შემოქმედი მუშაკის შრომითი და სოციალური სტატუსი
1. შემოქმედი მუშაკი შეიძლება იყოს თავისუფალი პროფესიის პირი, აგრეთვე მუშაობდეს შრომის ან სხვა სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. შემოქმედი მუშაკის სოციალური დაზღვევა, საპენსიო უზრუნველყოფა წარმოებს საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
შემოქმედებითი კავშირის სახეები და მათი სტატუსი
მუხლი 9 . შემოქმედებითი კავშირის სახეები
1. შემოქმედებითი კავშირის სახეებია:
ა) საქართველოს შემოქმედებითი კავშირი – არანაკლებ 100 შემოქმედი მუშაკის ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) ადგილობრივი შემოქმედებითი კავშირი, რომლის საქმიანობა ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულის ან რეგიონის ტერიტორიაზე;
გ) საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირი, რომლის საქმიანობა ვრცელდება საქართველოს ან თუნდაც ერთი რომელიმე უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე.
2. საქართველოში მოქმედი ყველა სახის შემოქმედებითი კავშირი თავისუფალი და თანასწორუფლებიანია კანონის წინაშე.
საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1107-სსმI, №30, 30.10.2001 წ., მუხ.121
საქართველოს 2002 წლის 28 თებერვლის კანონი №1308-სსმI, №5, 21.03.2001წ., მუხ.30
მუხლი 10 . შემოქმედებითი კავშირის შექმნისა და მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1 . შემოქმედებითი კავშირის შექმნისა და მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპებია ნებაყოფლობითობა , მის წევრთა და კავშირში გაუწევრიანებელ შემოქმედ მუშაკთა თანასწორუფლებიანობა , თვითმმართველობა , კანონიერება და საჯაროობა .
2 . შემოქმედებითი კავშირი ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს მის მიერ მიღებულ ძირითად დოკუმენტებს , ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობას , მონაცემებს საფინანსო წყაროებისა და ხარჯების შესახებ . გამოქვეყნების კონკრეტულ ადგილს განსაზღვრავს შემოქმედებითი კავშირის გამგეობა .
საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1107-სსმI, №30, 30.10.2001 წ., მუხ.121
მუხლი 11. შემოქმედებითი კავშირის სტატუსი
შემოქმედებითი კავშირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია და მასზე ვრცელდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა სა კანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილი წესები.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501 5 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 12 . სახელმწიფო და შემოქმედებითი კავშირი
1 . სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ კანონის შესაბამისად შექმნილი და მოქმედი შემოქმედებითი კავშირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას .
2 . შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელშეწყობის მიზნით , სახელმწიფო შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ადგენს გარკვეულ შეღავათებს შემოქმედებითი კავშირის საქმიანობაზე .
3 . აკრძალულია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ჩარევა შემოქმედებითი კავშირის საქმიანობაში , ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა .
მუხლი 13 . შემოქმედებითი კავშირის საერთაშორისო ურთიერთობები
1 . შემოქმედებითი კავშირის ურთიერთობა უცხოელ პარტნიორთან რეგულირდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით , საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით .
2 . შემოქმედებითი კავშირი უფლებამოსილია , თავისი წესდების შესაბამისად გაერთიანდეს შემოქმედებით საერთაშორისო ორგანიზაციაში , დაამყაროს პირდაპირი საერთაშორისო ურთიერთობები , გააფორმოს ხელშეკრულება უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან , ჰქონდეს საკუთარი ფილიალები საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით .
მუხლი 14 . შემოქმედებითი კავშირის სახელწოდება და სიმბოლიკა
შემოქმედებითი კავშირის სახელწოდება და სიმბოლიკა არსებითად უნდა განსხვავდებოდეს საქართველოში უკვე მოქმედი სხვა შემოქმედებითი კავშირებისა და მათი გაერთიანებების , სახელმწიფო დაწესებულებების , სხვა იურიდიულ პირთა სახელწოდებისა და სიმბოლიკისაგან .
მუხლი 15 . შემოქმედებითი კავშირის საქმიანობა და მისი ძირითადი უფლებები
1 . შემოქმედებითი კავშირი კულტურის განვითარების , ლიტერატურისა და ხელოვნების აღორძინების , შემოქმედებითი ინიციატივის ხელშეწყობის მიზნით , თავისი წესდების შესაბამისად , უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა , რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას .
2 . შემოქმედებით კავშირს უფლება აქვს :
ა ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების , საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვაში , წინადადებით მიმართოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარების , აგრეთვე შემოქმედი მუშაკის სოციალურ - სამართლებრივი დაცვის საკითხებზე ;
ბ ) გაავრცელოს ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ ;
გ ) შექმნას საკუთარი ბეჭდვითი გამოცემა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები ;
დ) ამ კანონით დადგენილი წესით, წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, შექმნას ორგანიზაცია;
ე ) განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა , რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს ;
ვ ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ან მისი წესდებით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა .
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3972-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.339
შემოქმედებითი კავშირის შექმნისა და მისი სახელმწიფო რეგისტრაციის წესი
მუხლი 16 . შემოქმედებითი კავშირის დამფუძნებლები
1 . შემოქმედებითი კავშირის დამფუძნებელია შემოქმედ მუშაკთა (ქმედუნარიან ფიზიკურ პირთა ) საინიციატივო ჯგუფი , რომელშიც არანაკლებ 5 პირია გაერთიანებული .
2 . დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო .
3. შემოქმედებით კავშირში დამფუძნებლების გაწევრებას და კავშირის წევრთა აღრიცხვას ახორციელებს კავშირის მართვის ორგანო/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი კავშირის წესდებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1107-სსმI, №30, 30.10.2001 წ., მუხ.121
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501 5 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 17. შემოქმედებითი კავშირის შექმნა
1. შემოქმე დებითი კავშირი იქმნება არანაკლებ 5 პირის მიერ ჩატარებულ დამფუძნებელ ყრილობაზე (კონფერენციაზე) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც რეგისტრაციის მიზნით წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამი ნისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო).
2. შემოქმედებითი კავშირის მართვის ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისა და დამოწმებისათვის გამოიყენება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისა და დამოწმებისათვის განსაზღვრული წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1107-სსმI, №30, 30.10.2001 წ., მუხ.121
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501 5 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 18. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია
1. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.
2. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს უნდა წარედგინოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა სა კანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
3. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციისათვის ვადები და მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული წესით.
4. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციის სხვა წესები და რეესტრიდან ამონაწერის ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501 5 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5574 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 19. შემოქმედებითი კავშირის წესდება
1. შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის წესი და ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია კავშირის წესდებით.
2. შემოქმედებითი კავშირის წესდება უნდა შეიცავდეს:
ა) შემოქმედებითი კავშირის სრულ სახელწოდებას, ასევე შემოკლებულ სახელწოდებას (მისი არსებობის შემთხვევაში);
ბ) შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებს;
გ) შემოქმედებით კავშირში გაწევრების, კავშირიდან გასვლისა და გარიცხვის წესებ ს;
დ) შემოქმედებითი კავშირის წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს;
ე) შემოქმედებითი კავშირის მართვის ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის საფუძვლებს, მათ უფლებამოსილებებს და მათი გადაწყვეტილებებ ის მიღების წესს;
ვ) შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის კონტროლის წესს;
ზ) შემოქმედებითი კავშირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციი ს შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს/პირის დასახელებას და ამ გადაწყვეტილების მიღების წესს, თუ იგი განსხვავდება ამ პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესისაგან;
თ) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). თუ შემოქმედებით კავშირს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორი ან მეტი პირი ჰ ყავს, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს, როგორ არის მათ შორის უფლებამოსილებანი გადანაწილებული;
ი) მასში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესს.
3. შემოქმედებითი კავშირის წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა საკითხებიც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501 5 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 20 . შემოქმედებითი კავშირის უმაღლესი ორგანო
1 . შემოქმედებითი კავშირის უმაღლესი ორგანოა კავშირის წევრთა ყრილობა (საერთო კრება ). კავშირის გამგეობა მორიგ ყრილობას (საერთო კრებას ) იწვევს 5 წელიწადში ერთხელ მაინც , წესდებით გათვალისწინებული პერიოდულობით .
2 . ყრილობა (საერთო კრება ) უფლებამოსილია , თუ მას ესწრება შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნახევარზე მეტი და თუ კავშირის წესდებით სხვა კვორუმი არ არის გათვალისწინებული .
3 . რიგგარეშე ყრილობა (საერთო კრება ) შეიძლება მოწვეულ იქნეს შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის , კავშირის წევრთა ერთ მესამედზე მეტის ან სარევიზიო კომისიის მოთხოვნით 2 თვის ვადაში , ყრილობის (საერთო კრების ) დღის წესრიგის მითითებით . ამასთან , მოთხოვნა რიგგარეშე ყრილობის (საერთო კრების ) მოწვევის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და გამომდინარეობდეს კავშირის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევის ან სხვა საფუძვლიანი მოტივაციიდან .
4 . რიგგარეშე ყრილობის (საერთო კრების ) მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა , ამ კანონის 21 - ე მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი – კავშირის თავმჯდომარე .
5 . ყრილობა (საერთო კრება ) გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით , თუ შემოქმედებითი კავშირის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . შემოქმედებითი კავშირის ქონებასთან , კავშირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება კავშირის სრული შემადგენლობის ხმების ორი მესამედით . წევრს , რომელიც არ ესწრება ყრილობას (საერთო კრებას ), შეუძლია წერილობით მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა ან სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე გადასცეს საკუთარი ხმა კავშირის სხვა წევრს .
6 . ყრილობის (საერთო კრების ) განსაკუთრებული კომპეტენციაა : შემოქმედებითი კავშირის წესდების მიღება , მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა , კავშირის ხელმძღვანელი ორგანოს – გამგეობისა და მაკონტროლებელი ორგანოს , კავშირის თავმჯდომარის არჩევა , კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის , აგრეთვე ამ კანონითა და კავშირის წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა .
მუხლი 21 . შემოქმედებითი კავშირის გამგეობა
1 . შემოქმედებითი კავშირის გამგეობა არის მართვის უმაღლესი ორგანო ყრილობებს (საერთო კრებებს ) შორის პერიოდში , რომელიც წარმართავს კავშირის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის , წესდებისა და ყრილობის (საერთო კრების ) გადაწყვეტილებათა საფუძველზე . გამგეობას ირჩევს ყრილობა (საერთო კრება ) 5 წლის ვადით , თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც , ახალი გამგეობის არჩევამდე .
2 . გამგეობა :
ა ) წარმართავს შემოქმედებითი კავშირის საქმიანობას ;
ბ ) ამტკიცებს შემოქმედებითი კავშირის წლიურ ანგარიშს , ადგენს სამუშაო გეგმებსა და აწარმოებს ხარჯთაღრიცხვას ;
გ ) ამზადებს ყრილობისათვის (საერთო კრებისათვის ) მასალებს , იწვევს ყრილობას (საერთო კრებას ) და ორგანიზაციას უწევს მის ჩატარებას ;
დ ) ახორციელებს ამ კანონითა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს .
3 . გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება , თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარი მაინც . გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით . გამგეობის წევრს , რომელიც არ ესწრება სხდომას , უფლება აქვს წერილობით მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა .
4 . შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გამგეობის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისას ერთპიროვნულად ან სარევიზიო კომისიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე იწვევს კავშირის რიგგარეშე ყრილობას (საერთო კრებას ), რომელზედაც შეიძლება განხილულ იქნეს გამგეობის ვადამდე გადარჩევის საკითხი . საკითხის განხილვა წესდებით შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობასთან .
მუხლი 22 . შემოქმედებითი კავშირის სარევიზიო კომისია
1. შემოქმედებითი კავშირის მაკონტროლებელი ორგანოა კავშირის სარევიზიო კომისია , რომელსაც ირჩევს ყრილობა (საერთო კრება ) არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით .
2. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოქმედებითი კავშირის საფინანსო - საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია. წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სარევიზიო კომისიის მიერ სხვა მაკონტროლებელი ფუნქციების განხორციელებაც .
3 . სარევიზიო კომისიის სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ , მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც .
4 . სარევიზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. თუ შემოქმედებითი კავშირის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით .
მუხლი 23 . შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე
1. შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე არის ხელმძღვანელი პირი , რომელიც წარმართავს კავშირისა და მისი გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს და პასუხისმგებელია გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე .
2. შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს კავშირის წევრთა რიგებიდან 5 წლის ვადით (თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ირჩევს ყრილობა (საერთო კრება) პირდაპირი ფარული კენჭისყრით ალტერნატიულ საფუძველზე, მისი ხელახალი არჩევის უფლებით . თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ შემოქმედებით კავშირში გაერთიანებულ შემოქმედებით ჯგუფებს, აგრეთვე კავშირის ცალკეულ წევრებს. აკრძალულია წარმოდგენილი კანდიდატურის შეზღუდვა ასაკობრივი ან სხვა მოტივით .
3. შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის უფლებამოსილებას, მისი ხელმძღვანელობის ფარგლებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს კავშირის წესდება კავშირის მიზნების შესაბამისად .
4. წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის ცალკეული ქმედება , რომელიც საჭიროებს კავშირის მართვის ან მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობას.
5. შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს უფლება აქვს წესდებით გათვალისწინებულ მართვის ორგანოსთან შეთანხმებით, საკუთარ უფლებამოსილებათა გარკვეული ნაწილი დელეგირების საფუძველზე გადასცეს კავშირის ხელმძღვანელ სხვა პირს.
მუხლი 24 . შემოქმედებითი კავშირის მართვის სხვა მექანიზმები
1. შემოქმედებითი კავშირის გამგეობას უფლება აქვს წესდების შესაბამისად საქმიანობის ცალკეული მიმართულებებით შექმნას კომისიები , რომელთა წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ კავშირის წევრები .
2. კავშირის წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მართვისა და მაკონტროლებელი სხვა ორგანოების შექმნა და საქმიანობა (სამდივნო, პრეზიდიუმი, საბჭო და სხვა), თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.
შემოქმედებითი კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 25. შემოქმედებითი კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესები
შემოქმედებითი კავშირის რეორგანიზაცია/ ლიკვიდაცია ხორციელდება შემოქმედებითი კავშირის ყრილობის (წევრთა საერთო კრების) საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციისათვის /ლიკვიდაციისათვის დადგენილი წესით.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501 5 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
შემოქმედებითი კავშირის ქონება და ფინანსები
მუხლი 26 . შემოქმედებითი კავშირის ქონება
1 . შემოქმედებითი კავშირის საკუთრებაშია საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ქონება , მათ შორის : მიწის ნაკვეთი , შენობა - ნაგებობა , სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი , სამედიცინო დაწესებულება , გამომცემლობა , კულტურის სახლი , სახელოსნო , ატელიე - სტუდია , საცხოვრებელი ფონდი , საწარმო და ორგანიზაცია , ფასიანი ქაღალდები , აგრეთვე სხვა ქონება , რაც აუცილებელია კავშირის წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად .
2 . შემოქმედებით კავშირს უფლება აქვს საკუთარი ქონება გამოიყენოს წესდებით გათვალისწინებული მიზნებისათვის . აკრძალულია მისი განაწილება შემოქმედებითი კავშირის წევრებს შორის .
3 . სახელმწიფო უზრუნველყოფს შემოქმედებითი კავშირის ქონებრივი უფლებების დაცვას .
მუხლი 27 . შემოქმედებითი კავშირის ფინანსები
1 . შემოქმედებითი კავშირის ფინანსები შედგება :
ა ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისაგან ;
ბ ) საწევრო შენატანებისაგან ;
გ ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული შემოწირულობებისაგან ;
დ ) ამ კანონით დადგენილი წესით სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისაგან ;
ე ) კულტურულ - გასართობი და სხვა ფასიანი ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებისაგან ;
ვ ) ამ კანონით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან .
2 . სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შეუძლიათ დააფინანსონ შემოქმედებითი კავშირის ცალკეული პროგრამა . ამ მიზნით გამოყოფილი თანხა არ უნდა დაიხარჯოს სხვა მიზნით .
3 . შემოქმედებით კავშირს არა აქვს უფლება ფიზიკური პირისათვის დააწესოს რაიმე სავალდებულო გადასახდელი , საწევრო შენატანის გარდა .
4 . საწევრო შენატანის ოდენობა განისაზღვრება შემოქმედებითი კავშირის წესდებით .
შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა
შემოქმედებითი კავშირის სამეწარმეო, საფინანსო და სხვა სამეურნეო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ მაკონტროლებელი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501 5 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 29 . შემოქმედებითი კავშირის პასუხისმგებლობა
შემოქმედებითი კავშირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 30 . შემოქმედებითი კავშირის ხელახალი რეგისტრაცია
1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი შემოქმედებითი კავშირები, კანონის ძალაში შესვლის დღიდან 6 თვის ვადაში, ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში .
2. შემოქმედებითი კავშირი, რომელმაც ხელახალი რეგისტრაცია გაიარა, არის ადრე რეგისტრირებული შესაბამისი იურიდიული პირის უფლებამონაცვლე .
3 . ხელახალი რეგისტრაციისათვის შემოქმედებითმა კავშირმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა წარუდგინოს :
ა ) განცხადება კავშირის თავმჯდომარის ხელმოწერით და კავშირის ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა სია მათი დაბადების თარიღისა და საცხოვრებელი მისამართის მითითებით ;
ბ ) კავშირის ხელმძღვანელი ორგანოს სხდომის ოქმი, რომელშიც დაფიქსირებულია მათი გადაწყვეტილება კავშირის ხელახალი რეგისტრაციის შესახებ ;
გ ) სხვა დოკუმენტები , რომელთა ჩამონათვალიც განსაზღვრულია ამ კანონის მე - 18 მუხლის მე - 2 პუნქტის “ დ ” – ” თ ” ქვეპუნქტებით .
4. საერთო - ეროვნული შემოქმედებითი კავშირის ქონება , რომელსაც ისინი ხელახალი რეგისტრაციის მომენტში ფლობდნენ , განუყოფელია და არ შეიძლება განაწილდეს შემოქმედებით ჯგუფებს , ადგილობრივ კავშირებსა თუ კავშირის წევრებს შორის .
5 . (ამოღებულია).
6 . (ამოღებულია).
7. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 თებერვლამდე განსაზღვროს ის ქონება, რომელსაც კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერის მიზნით ხელოვნების მუშაკებს უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი.
8. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის 2008 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე წარმოადგინოს „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3884-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.326
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი
1999 წლის 8 ივნისი .
№2059 – IIს
დოკუმენტის კომენტარები