დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5574 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228070, 28/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040040030.05.001.016549 |
საქართველოს კანონი
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 120) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციისათვის ვადები და მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 დეკემბერი.
№5574-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები