დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1308 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 21/03/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.040.030.05.001.001.042 |
საქართველოს კანონი
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წ., მუხ. 120) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. შემოქმედ მუშაკს უფლება აქვს ერთდროულად გაწევრიანდეს რამდენიმე შემოქმედებით კავშირში.“.
2. მე-9 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს ამავე მუხლის პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. საქართველოში მოქმედი ყველა სახის შემოქმედებითი კავშირი თავისუფალი და თანასწორუფლებიანია კანონის წინაშე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2002 წლის 28 თებერვალი
№1308-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები