დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016114 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2012 - 18/01/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ’’ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დანართი №1–ის თანახმად;
2. დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის შემოსავლების კლასიფიკაცია დანართი №2–ის თანახმად; 3. დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია დანართი №3–ის თანახმად; 4.დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია დანართი №4–ის თანახმად. |
| მუხლი 2 |
მიღებული იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 7768.9 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №2).
1. გადასახადები 4000.0 ათ. ლარის ოდენობით. 2. გრანტები 1718.9 ათ. ლარის ოდენობით. აქედან: ა) გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება მიზნობრივი ტრანსფერტი დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 260.0 ათ. ლარი. ბ) 1458.9 ათ. ლარი გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება გათანაბრებითი ტრანსფერტი. 3. სხვა შემოსავალები 2050.0 ათ. ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არაფინანსური აქტივების კლება 150.0 ათ. ლარი. (დანართი №2). |
| მუხლი 4 |
მიღებული იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში 7722.4 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №3). |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს 2013 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა საშტატო მუშაკთა შრომის ანაზღაურების წლიური ფონდი 2234.0 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 6 |
დამტკიცდეს 2013 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა შტატგარეშე (ხელშეკულებით) მომუშავეთა ანაზღაურების წლიური ფონდი 311.0 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 7 |
დამტკიცდეს 2013 წლის მივლინების ხარჯები 56.0 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 8 |
დამტკიცდეს 2013 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა ოფისის ხარჯები 1067.2 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 9 |
დამტკიცდეს 2013 წლის რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის ხარჯები 9.7 ათ. ლარი (დანართი №3) |
| მუხლი 10 |
დამტკიცდეს 2013 წლის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა_შენახვის ხარჯები 471,0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 11 |
დამტკიცდეს 2013 წლის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება მათ შორის სარეზერვო ფონდი 892,0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 12 |
დამტკიცდეს 2013 წლის პროცენტი საშინაო ვალდებულებებზე 80.0 ათ. ლარი. |
| მუხლი 13 |
გათვალისწინებული იქნეს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდია 2088,66 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 14 |
გათვალისწინებული იქნეს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური უზრუნველყოფის წლიური ფონდი 298,0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 15 |
გათვალისწინებული იქნეს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვა ხარჯების ასიგნებები 215,0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 16 |
გათვალისწინებული იქნეს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაფინანსური აქტივების ზრდა 76,5 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 17 |
საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად და ეკონომიურად ხარჯვის მიზნით, 2012 წლის განმავლობაში უფლება მიეცეს აღმასრულებელ ორგანოს, საკრებულოს თანხმობით გადაანაწილოს ხარჯები საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური და ფუნქციონალურ კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით მისთვის დამტკიცებული ასიგნების 5 %_ის ფარგლებში. |
| მუხლი 18 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგ ორგანიზაციებზე: ა) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 957,6 ათ. ლარი (9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი სააღმზრდელო ჯგუფის დატვირთვის ნორმატივი განისაზღვროს: ბაგაში 20-25 აღსაზრდელი, ბაღში - 25-30 აღსაზრდელი, ხოლო ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 70 ლარის ოდენობით “სამჯერადი კვება” და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს ბავშვის შენახვის ღირებულების 40 ლარს 1256 აღსაზრდელზე, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, ხოლო იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულად 90 აღსაზრდელზე 70 ლარის ოდენობით, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღსაზრდელთა საბავშო ბაღში შენახვის ხარჯებს გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულად 130 აღსაზრდელზე 70 ლარის ოდენობით, ასევე 360 ოჯახი, რომლებსაც ჰყავთ ორი აღსაზრდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი ერთი აღსაზრდელის (თანხას ფარავს სრულად 70 ლარის ოდენობით, ხოლო 7 ოჯახს, რომლებსაც ჰყავთ სამი აღსაზრდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი 2 აღსაზრდელის თანხას ფარავს სრულად, თითოეულზე 70 ლარის ოდენობით, ასევე იანვრის, ივლისის და აგვისტოს თვეში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელფასებისა და მიმდინარე ხარჯებისათვის – 124025 ლარი და დახურული ბაღების დარაჯების (4 დარაჯი) ხელფასის ასანაზღაურებლად – 7200 ლარი. ბ) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 105,0 ათ. ლარი (8 თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლების ცენტრში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 45 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, 235 ბავშვის ღირებულების 30 ლარს დაფარავს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, ასევე იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულ ღირებულებას 15 აღსაზრდელზე 45 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი კი განისაზღვროს 43,2 ათ. ლარით). გ) სასპორტო სკოლების სუბსიდია - 300,0 ათ. ლარი (სასპორტო სკოლებში ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით და დაკვეთა განხორციელდეს შემდეგი ოდენობით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნას 1000 ბავშვის შენახვის ღირებულება) დ) კ.ს.ა.ა.ი.პ. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი - 81.0 ათ. ლარი (გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში განთავისუფლდეს გადასახადისგან 450 ბავშვი და ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით) ე) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება. – 40.0 ათ. ლარი ვ) კ.ს.ა.ა.ი.პ.,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ცენტრი” - 195 ათ. ლარი ზ) ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი. _ 40.0 ათ. ლარი; თ) შპს “გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი” – 70,0 ათ. ლარი ; ი) კ.ს.ა.ა.ი.პ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა”-210,0 ათ. ლარი, კ) კ.ს.ა.ა.ი.პ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისათვის” - 90,0 ათ. ლარი |
| მუხლი 19 |
დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უზრუნველყოს გარდაცვლილი უპატრონო, ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯები _ 5,0 ათ. ლარი. |
| მუხლი 20 |
განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით ერთჯერადი მატერიალური დახმარებები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საოპერაციო ხარჯები, დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ზემოაღნიშნული ღონისძიებათა დაფინანსება განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად _ 258,0 ათ. ლარი. |
| მუხლი 21 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების გადასახდელების დაფინანსება განახორციელოს ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის სახაზინო წესის შესაბამისად. |
| მუხლი 22 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ხელფასების გაცემა არ დაუშვას საშემოსავლო გადასახადების გადახდის გარეშე. |
| მუხლი 23 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ბიუჯეტის დამტკიცებიდან 20 დღის ვადაში დასამტკიცებლად წარადგინოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გადააგზავნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვების გეგმები. |
| მუხლი 24 |
დაევალოს ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების უფროსებსა და საბიუჯეტო დაწესებულებების ხელმძღვანელებს: 1) ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს ათი დღის ვადისა უზრუნველყონ საფინანსო გეგმებისა და ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვების დამტკიცება და წარდგენა საფინანსო სამსახურში. 2) არ დაუშვან გეგმით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების არცერთი შემთხვევა წინასწარი დაფარვის წყაროს გამოძებნის გარეშე, აგრეთვე ზედმეტი და არააუცილებელი ხარჯების გაწევა. 3) მკაცრი კონტროლი დააწესონ ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების მიზნობრივ ხარჯვაზე. |
| მუხლი 25 |
საკრებულოს თავმჯდომარემ უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. |
| მუხლი 26 |
დადგენილება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან; |
| მუხლი 27 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
თავი I |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7,768.9 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2,050 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7,722.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება -73.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 76.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 120.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -120.0 ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გასასტუმრებელი ვალდებულებები - 62,0 ათ. ლარი; 2. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტში გათვალისწინებული ვალდებულებების დაფარვა – 58,0 ათ. ლარი |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 260,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 210,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 35,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი; დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის ქლორიანი კირის შეძენა – 10,0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ისევე როგორც მთლიანად ქვეყნისათვის, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და მათ აღჭურვაში. მომდევნო წლებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის ასამაღლებლად აუცილებელია ზემოაღნიშნული ღონისძიებების გაგრძელება სამინისტროს ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციამდე. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. 1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა არსებული ტექნიკური ბაზის განახლება და საჭირო სამაშველო და სახანძრო ტექნიკის აღჭურვილობის შეძენა, მეხანძრე-მაშველთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. 1.2. ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და განვითარება, რასაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი წილი ეთმობა. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული გზების რეაბილიტაცია, ნაწილობრივ ორმული შეკეთება. საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების, გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა; 1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. დასრულდა ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. 2.2.1 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია. 2.2.2 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი სანათი წერტილების მოწყობა. ასევე წლის განმავლობაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად იგეგმება გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესრულება. 2.2.3 დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია ქალაქ გარდაბნის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება - , ხოლო სოფლების შედარებით ნაკლები ინტერვალით და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ექსპლოატაციაში შევა ახალი ნაგავსაყრელი სრული დატვირთვით, რაც გააუმჯობესებს ქალაქის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. მაწანწალა ძაღლების გაუვნებელყოფა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 1.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ქალაქის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 2.3.1 გამწვანებისა და გადაბელვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული გამწვანების მოვლა–პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება“(პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საბავშო ბაგა-ბაღებში დაწყებით განათლებას იღებს 2000-ზე მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 60 ლარს, საიდანაც 30 ლარი იფარება მუნიციპალიტეტის მიერ და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია . 3.2. ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის მასშტაბით სუბსიდირება ახალგაზრდა თაობის, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეპროგრამის დაფინანსებით ხელი ეწყობა ახალგაზრდა თაობაში ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენას. 4 . კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულს შეჯიბრებებში, რაც უდავოა რომ ასახვას ჰპოვებს შემდგომ ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. 4.1.2 სპორტული სკოლების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 02) მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება სპორცმენების სწავლების დაფინანსება. ქვეპროგრამის განხორციელებით იზრდება დაინტერესება ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმატებული სპორცმენები შემდგომ უზრუნველყოფენ რაიონის სახელის გატანას ქვეყნისა და ასევე მსოფლიო დონეზე. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
4.2.1 კულტურული ღონისძიებები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.2 ტელევიზიის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის განხორციელებით ხელი ეწყობა რაიონსი მიმდინარე მოვლენების გაშუქებასა და პოპულარიზაციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. 4.2.3 სახელოვნებო სკოლები ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 250–მდე მოსწავლე; 4.2.4 ბიბლიოთეკები და კულტურის ცენტრები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სუბსიდირება კულტურის , ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და ხარეთმცოდნეობის მუზეუმის ცენტრის. ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ხორციელდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. მუზეუმი სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამინათა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ მასალას, შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიური სიამოვნების მინიჭების მიზნით; მუზეუმი განახორციელებს სახემწიფოს ეროვნულ კურსს; აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პარტიოტული სულისკვეთებით 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ქალაქის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 5 . მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქ. გარდაბანსა და მის ტერიტორიაზე ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენის საოპერაციო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 01) მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მნიშვილევოან პრიორიტეტს წარმოადგენს რაიონის მოსახლეობაზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ქვეროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ მოსახლეობის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება, რომლებსაც არ შესწევთ საკუთარი სახსრებით უზრუნვეყონ აღნიშნული.
5.2.2 იძულებით გადაადილებულ პირთა სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპრპგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პერიოდული სამედიცინო გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მედიკამენტებით დახმარება. 5.2.3 მოსწვლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 03) მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება მოსწავლეების და პედაგოგების ტრანსპორტირებაზე სუბსიდირება, პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შესაბამისი ორგანიზაციის სუბსიდირების გზით ხელი შეეწყოს გამართულ ფუნქციონირებაში, ამასთან ზემოაღნიშნულ პროგრამას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც გააჩნია. 5.2.4 განსაკუთრებული საჭიროების ბავშვთა და მშობელთა საკონსულტაციო ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებშე ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 30 უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ტრანსპორტირება სოფლებიდან ცენტრში და შემდგომ უკან, სპეციალური პროგრმის საშუალებით ხორციელდება უნარშეზღუდული ბავშვებისათვის გაკვეთილების ჩატარება. ქვეპროგრამას გააჩნია ძალიან დიდი სოციალური დატვირთვა. 5.2.5 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და ვეტერანთა მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ვეტერანების ერთჯერადი მატერიალური დახმარებები. 5.2.6 უპატრონო მიცვალებულთა , დევნილთა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თანხა უპატრონო მიცვალებულების, დევნილებისა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები