დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016133 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 'გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ' 2012 წლის 25 დეკემბრის #42 დადგენილების მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-13, მე–15, მე-16, მე-18 და 21-ე მუხლებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 2 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 11246.9 ათ. ლარით (დანართი #2)' |
| მუხლი 3 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 4 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 9549.8 ათ. ლარით (დანართი #3)' |
| მუხლი 4 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-7 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 7 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მივლინების ხარჯების მუხლი განისაზღვროს 58.0 ათ. ლარით (დანართი #3)' |
| მუხლი 5 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-8 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 8 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ოფისის ხარჯების მუხლი განისაზღვროს 1117.6 ათ. ლარით (დანართი #3)' |
| მუხლი 6 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-10 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 10 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვის ხარჯების მუხლი განისაზღვროს 485.9 ათ. ლარით (დანართი #3)' |
| მუხლი 7 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-11 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 11 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლი განისაზღვროს 1089.3 ათ. ლარით (დანართი #3)' |
| მუხლი 8 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-13 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 13 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის მუხლი განისაზღვროს 2412.2 ათ. ლარით (დანართი #3)' |
| მუხლი 9 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-15 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 15 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა ხარჯების მუხლი განისაზღვროს 564.3 ათ. ლარით (დანართი #3)' |
| მუხლი 10 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-16 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 16 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 5220.9 ათ. ლარით (დანართი #3)' |
| მუხლი 11 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 18 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგ ორგანიზაციებზე: ა)კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 1,179.6 ათ. ლარი (9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი სააღმზრდელო ჯგუფის დატვირთვის ნორმატივი განისაზღვროს: ბაგაში 20-25 აღსაზრდელით, ბაღში - 25-30 აღსაზრდელით, ხოლო ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 70 ლარის ოდენობით. “სამჯერადი კვება” და დაფინანსება 2013 წლის პირველი სექტემბრიდან ( 21.08.2013 წლის საქართველოს მთავრობის #1099 განკარგულების თანახმად) განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს ბავშვის შენახვის ღირებულებას - 70 ლარს 1850 აღსაზრდელზე. ასევე იანვრის, ივლისის და აგვისტოს თვეში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელფასებისა და მიმდინარე ხარჯებისათვის განსაზღვრულია – 124025 ლარი, ხოლო დახურული ბაღების დარაჯების (სულ 4 დარაჯი) ხელფასის ასანაზღაურებლად – 7200 ლარი;) ბ) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 105,0 ათ. ლარი (8 თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლების ცენტრში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 45 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, 235 ბავშვის ღირებულების 30 ლარს დაფარავს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, ასევე იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულ ღირებულებას 15 აღსაზრდელზე 45 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი კი განისაზღვროს 43,2 ათ. ლარით). გ) სასპორტო სკოლების სუბსიდია - 300,0 ათ. ლარი (სასპორტო სკოლებში ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით და დაკვეთა განხორციელდეს შემდეგი ოდენობით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნას 1000 ბავშვის შენახვის ღირებულება) დ) კ.ს.ა.ა.ი.პ. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი - 81.0 ათ. ლარი (გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში განთავისუფლდეს 450 ბავშვი და ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით) ე) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება. – 40.0 ათ. ლარი ვ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.06.2013 წლის N101 განკარგულების თანახმად ა.ა.ი.პ.,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი” - 54.4 ათ. ლარი ზ) ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი. _ 40.0 ათ. ლარი; თ) შპს “გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი” – 70,0 ათ. ლარი ; ი) კ.ს.ა.ა.ი.პ ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა”-210,0 ათ. ლარი, კ) კ.ს.ა.ა.ი.პ “გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისათვის”- 90,0 ათ. ლარი ლ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.06.2013 წლის N101 განკარგულების თანახმად ა.ა.ი.პ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - 26.4 ათ. ლარი“ |
| მუხლი 12 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-21 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
'მუხლი 21 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლი განისაზღვროს 30.6 ათ. ლარით (დანართი #3)' |
| მუხლი 13 |
დანართი #1, დანართი #2, დანართი #3 და დანართი #4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
| მუხლი 14 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 15 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. |
|
დანართი #1
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
ათას ლარებში |
|
დანართი #2
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემოსულობები
|
ათას ლარებში |
|
დანართი #3
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
ათას ლარებში |
|
დანართი #4
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით
|
ათას ლარებში |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები