დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016138 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №42 დადგენილების „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-14, და მე-16 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
| მუხლი 2 |
|
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 9890.8 ათ. ლარით (დანართი №3)“
|
| მუხლი 3 |
|
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-5 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის საშტატო მუშაკთა შრომის ანაზღაურების მუხლი განისაზღვროს 2795.9 ათ. ლარით (დანართი №3)“
|
| მუხლი 4 |
|
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-14 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14
2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლი განისაზღვროს 661.4 ათ. ლარით (დანართი №3)“
|
| მუხლი 5 |
|
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-16 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 5271.7 ათ. ლარით (დანართი №3)“
|
| მუხლი 6 |
დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 8 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით |
|
დანართი №1
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
ათას ლარებში
|
დანართი №2
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემოსულობები
|
ათას ლარებში
|
დანართი №3
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
ათას ლარებში
|
დანართი №4
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები
|
ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით |
ათას ლარებში
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები