დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016132 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №42 დადგენილების ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ' (სსმ, 28.12.2012; 190020020.35.161.016114) მე-4, მე-9, მე-10, მე-13 და მე-16 მუხლებში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
| მუხლი 2 |
2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 10,962,8 ათ. ლარით (დანართი №2). საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის №665 განკარგულების საფუძველზე. |
| მუხლი 3 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 9,357,6 ათ. ლარით (დანართი №3)" |
| მუხლი 4 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-9 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის ხარჯის მუხლი განისაზღვროს 12,7 ათ. ლარით (დანართი №3)" |
| მუხლი 5 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-10 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექპლუატაციისა და მოვლა–შენახვის ხარჯების მუხლი განისაზღვროს 483,9 ათ. ლარით. (დანართი №3) |
| მუხლი 6 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-13 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში სუბსიდია განისაზღვროს 2,260.1 ათ. ლარით.“. |
| მუხლი 7 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-16 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 5,129,0 ათ. ლარით (დანართი №3);“. |
| მუხლი 8 |
დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
| მუხლი 9 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე; |
| მუხლი 10 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი 1
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
ათას ლარებში
|
დანართი 2
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემოსულობები
|
ათას ლარებში
|
დანართი 3
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
ათას ლარებში
|
დანართი 4
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით
|
ათას ლარებში
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები