დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016130 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №42 დადგენილების „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ' (სსმ, 28.12.2012; 190020020.35.161.016114) მე-2, მე-4, მე–8, მე-13, მე-16 და 21-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 9465.1 ათ. ლარით (დანართი №2).“. |
| მუხლი 3 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 9160.4 ათ. ლარით (დანართი №3).“. |
| მუხლი 4 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-8 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ოფისის ხარჯების მუხლი განისაზღვროს 1098.0 ათ. ლარით (დანართი №3).“. |
| მუხლი 5 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-13 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის მუხლი განისაზღვროს 2262.7 ათ. ლარით (დანართი №3)' |
| მუხლი 6 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-16 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 3828.5 ათ. ლარით (დანართი №3).“. |
| მუხლი 7 |
შევიდეს ცვლილება დადგენილების 21-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21 2013 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლი განისაზღვროს 20.6 ათ. ლარით (დანართი №3).“. |
| მუხლი 8 |
დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
| მუხლი 9 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 10 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი №1 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
ათას ლარებში |
|
დანართი №2 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემოსულობები |
ათას ლარებში |
|
დანართი №3 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
ათას ლარებში |
|
დანართი №4 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით |
ათას ლარებში |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები