დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016109 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2013 - 15/01/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13870,00 ათ. ლარის ოდენობით :
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 305,00 ათ. ლარის ოდენობით :
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 11659,0 ათ. ლარის ოდენობით :
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10240,011 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5649,00 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5779,00 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 130,0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს (-1811,511)ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-2000.0) ათ. ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2000.0 ათ. ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 188,489 ათ. ლარის ოდენობით ( საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შესრულებული პროექტების ვალდებულებების დაფარვა).
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ხარჯების, აგრეთვე სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,00 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 305,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 136,30 ათასი ლარის ოდენობით ; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 163,70 ათასი ლარის ოდენობით; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარისა ოდენობით; 2 „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. ა) საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამით გათვალისწინებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის, მუნიციპალური და სახელმწიფოებრივი შენობა–ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფა. ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2013 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნის რეაბილიტაცია, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია. არსებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.ბოლნისში ქუჩების, სოფ. ქვემო არქევანში მისასვლელი გზისა და დაბა თამარისში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაცია, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. ბ.ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სოფლებისათვის (სენები, ტანძია, ბოლნისი, სამწვერისი, ხატისოფელი, ვანათი, სავანეთი) სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შიდა ქსელების საამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება, აგრეთვე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ბ.ბ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ღამის პერიოდში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების ფასადების, სკვერებისა და ბულვარების განათებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები . ბ.გ) ჩამდინარე წყლების მართვა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემის ნაწილის მშენებლობა-რეაბილტაცია. ბ.დ) გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსახლეობის უსაფრტოების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფინასდება დასახლებულ პუნქტებში ქვეწარმავლების დაჭერა - უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მომსახურება. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ზაფხულის პერიოდში დასახლებული პუნქტებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სასაზღვრო ზოლის შემოხვნა ხანძრისგან უსაფრთხოების მიზნით. ბ.ე) ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ბოლნისში და დაბა კაზრეთში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების, ლიფთების, შიდა საკანალიზაციო სისტემებისა და ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქ. ბოლნისში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. გ)მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. ქ. ბოლნისში ისტორიული ნაწილის (გერმანული უბანი) აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. განხორციელდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. ქ. ბოლნისში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობლის სამუშაოები. დ. კაზრეთში განხორციელდება საბავშვო ბაგა-ბარის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გ.ა). შადრევნების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული შადრევნების ექსპლოატაცია. გ.ბ) ქალაქის ნაწილის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.ბოლნისში ძველი გერმანული უბნის რეაბილიტაცია, ქუჩების მოპირკეთება , ფასადების და საცხოვრებელი სახლების აღდგენა. გ.გ) სპორტული მოედნებისა და დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.ბოლნიში, სოფ.რატევანში და სოფ.რაჭისუბანში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. ახალგაზრდა თაობისათვის ქ.ბოლნიში აშენდება ახალი სპორტული კომპლექსი, რაც ხელსშეუწყობს მათი ჯანსაღი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. გ.დ)დასვენების პარკის და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა(პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს „კულტურისა და დასვენების პარკი“ რომელიც განახორციელებს არსებული პარკის მოვლა–პატრონობას. გ.ე) ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბა კაზრეთში საბავშო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია. რაც ხელსშეუწყობს ბაგა-ბაღში დამატებით ჯგუფების შექმნას და აღსაზრდელთა რაოდენობის მიღების ზრდას. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 800 მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 25 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტი დაუფინანსებს 15 ლარით სწავლის ღირებულებას მრავალშვილიან ოჯახებს (3 და მეტი შვილი 18 წლამდე ასაკის), სოციალურად დაუცველ ოჯახებს (0-დან 70 001-მდე ქულის მქონე), მარჩენალ დაკარგულ ბავშვებს , ობლებს, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს და ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების არმქონე ოჯახიდან 2 აღსაზრდელს შემთხვევაში 1-ს . აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. ასევე პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ა.ა) სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი“-ს დაფინანსებას, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობების წრები და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. ა.ბ) საფეხბურთო კლუბი „სიონი“-ს დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა მოიცავს საფეხბურთო კლუბი „სიონი“ –ს უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობას. ა.გ) საკალათბურთო კლუბი „ენერჯი ინვესტის“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება შპს „საკალათბურთო კლუბი ენერჯი ინვესტი“–ს უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობა. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრი“-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს დაფინანსებას, როგორებიცაა: ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა, ლიტერატურული და თოჯინური თეატრების აღორძინება, ხალხური რეწვის დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. სამუზეუმო ნიმუშების პოპულარიზაციას, გამოფენას და მოვლა-შენახვას. ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობას, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტებას და სრულ აღრიცხვას. ბ.ბ) მუსიკალური სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“ სადაც სწავლობს 130 -მდე მოსწავლე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ხელოვნების განვითარებას. ბ.გ) თეატრის დაფინასება (პროგრამული კოდი 05 02 04) ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: მხატვრული აღზრდის პროპაგანდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საზოგადოებისა და ახალგაზრდობის ზნეობრივი და სულიერი სამყაროს გამდიდრება. გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია–მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. დ) ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამა ითვალისწინებს შპს „გაზეთი ბოლნისი“-ს დაფინანსებას ფუნქციონირებისათვის , რომელიც ახორციელებს , ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქების. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. ა.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი“-ს დაფინანსებას, რომლის მიერ განახორციელდება: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება. დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება. ქალაქის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება. არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, სტუდენტთა და სპორცმენთა სოციალურ დახმარებას, იძულებულ გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდების 30 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების პირების (ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და არ გააჩნიათ იურიდიული მარჩენალი) 250 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას. ბ.ბ) სარეაბილიტაციო ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო ცენტრი „განთიადი“-ს დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდულ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებას და მათ საგამანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრში სწავლას. ბ.გ) ხანდაზმულთა სახლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების თავშესაფრით, კვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ბ.დ) უფასო სასადილო (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 450-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. ბ.ე) სტუდენტთა და სპორტსმენთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი), სოციალურად დაუცველი (0-დან 70001 ქულამდე), ოჯახში 2 ან მეტი , ობოლი, მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული სტუდენტების დახმარება (გადასახდელი თანხის 50%-ს ოდენობით), რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.
ბ.ვ) სამედიცინო უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება, სოციალურად დაუცველი (70000-დან 100 000 ქულამდე ) და მათი ოჯახის ორსული წევრების დახმარება, ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების დახმარება, ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება, დედ-მამით ობოლი ბავშვების სამედიცინო უზრუნველყოფა. ბ.ზ) ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და პენსიონერი მოქალაქეების მედიკამენტებით დახმარება. ბ.თ) მატერიალური დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარებები მოსახლეობის იმ ნაწილზე ვისაც არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, არ არის ერთიან ბაზაში და ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ან/და სხვა სახის მატერიალური დახმარება. ბ.ი) ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 100 ლარის ოდენობით. ბ.კ) პედაგოგების, დევნილების და მოქალაქეების მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შპს „კომუნალური მეურნეობის“ დაფინანსება შიდა მუნიციპალური ტრანსპორტით პედაგოგების, მოსწავლეებისა , იძულებით გადაადგილებულ პირების, ბაღების პედაგოგებისა და მომსახურე პერსონალის, სახელოვნები და სასპორტო სასწავლებლების პედაგოგების უფასო ხოლო დანარჩენი მოსახლეობის შეღავათიანი ტარიფით მგზავრობისათვის. ბ.ლ) სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ომის ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. ბ.მ) დევნილთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადების დაფარვა. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი III
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 18.
დადგენილების ამოქმედება |
1. ეს დადგენილება ამოქმედეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ნოემბრის № 51 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www. matsne. gov.ge), 25.11.2012წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016059). |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები