დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016131 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www. matsne. gov.ge), 04.01.2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016109) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით.“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.”.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 3 |
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16166,249 ათ. ლარის ოდენობით.”.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 4 |
დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები.”.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 5 |
დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1908,276 ათ. ლარის ოდენობით.”.
|
| მუხლი 6 |
დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 12162,649 ათ. ლარის ოდენობით.”.
|
| მუხლი 7 |
დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 12340,038 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 8 |
დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7940,473 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8070,473 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 130,0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის.“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 9 |
დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით.“.
|
| მუხლი 10 |
დადგენილების მე-14 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N466 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1348,976ათ. ლარი.”. |
| მუხლი 11 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაცია, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. სასაფლაოების, სარიტუალო სახლების მოვლა,მშენებლობა და ინვენტარით უზრუნველყოფა. ბ.ა) სარწყავი არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი არხების მშენებლობა, არსებული არხების გაწმენდა; ბ.ბ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სოფლებისათვის (სენები, ტანძია, ბოლნისი, სამწვერისი, ხატისოფელი, ვანათი, სავანეთი) სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შიდა ქსელების საამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება, აგრეთვე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; ბ.გ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ღამის პერიოდში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების ფასადების, სკვერებისა და ბულვარების განათებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები . ბ.დ) ჩამდინარე წყლების მართვა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემის ნაწილის მშენებლობა-რეაბილტაცია; ბ.ე) გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება დასახლებულ პუნქტებში ქვეწარმავლების დაჭერა - უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მომსახურება. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ზაფხულის პერიოდში დასახლებული პუნქტებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სასაზღვრო ზოლის შემოხვნა ხანძრისგან უსაფრთხოების მიზნით. ბ.ვ) ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ბოლნისში და დაბა კაზრეთში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების, ლიფტების, შიდა საკანალიზაციო სისტემებისა და ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქ. ბოლნისში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ბ.ზ) სასაფლაოების შემოღობვა, სარიტუალო სახლების მშენებლობა და საჭირო მასალით აღჭურვა (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასაფლაოების შემოღობვა, სარიტუალო სახლების მშენებლობა- რეაბილიტაცია, სარიტუალო სახლებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა.”. |
| მუხლი 12 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქალაქთაშორისო და შიდა მუნიციპალური სატრანსპორტო გადაზიდვების გაუმჯობესება. რისთვისაც შპს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახური”-ს გამოეყო 155,00ათ. ლარი ავტოპარკის განახლებისათვის (1ავტობუსი და 3 მიკროავტობუსის შესაძენად), რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა კომფორტულ გადაადგილებას .”. |
| მუხლი 13 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა.ა) სპორტული სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი“-ს დაფინანსებას 337,90ათ. ლარის ოდენობით, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობების წრები და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. ასევე ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჭადრაკო სკოლა „ნონა”-ს 50,00ათ.ლარით დაფინანსებას.”. |
| მუხლი 14 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.მ) კომუნალური გადასახადების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის და სოციალურ საცხოვრისში განთავსებული სოციალურად დაუცველი 12 ოჯახის კომუნალური გადასახადების დაფარვა.”. |
| მუხლი 15 |
დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 16 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები