დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016113 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www. matsne. gov.ge), 04.01.2013წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016109) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით.“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 3 |
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 14559,324 ათ. ლარის ოდენობით .“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 4 |
დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2095.324ათ. ლარით.“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 5 |
დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 12159,00 ათ. ლარის ოდენობით .“.
|
| მუხლი 6 |
დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10661,728 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 7 |
დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8019,783 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8149,783 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 130,0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის.“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 8 |
დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით.“.
|
| მუხლი 9 |
დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს (-4122,187)ათ. ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 10 |
დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-4310,676) ათ. ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 4310,676 ათ. ლარის ოდენობით.“.დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
| მუხლი 11 |
დადგენილების მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს „მუხლი 121 “ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12¹. 2012 წლის ვალდებულებები 1. ბინათმშენებლობა 14.632 ათ. ლარი (ხელსეკრულება №285); 2. წყალმომარაგება 3.305ათ. ლარი (ხელსეკრულება №291); 3. სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში 1.138ათ. ლარი (ხელსეკრულება № 281); 4. მომსახურება კულტურის სფეროში 36.851ათ. ლარი (ხელსეკრულება №271); 5. ს.შ.ს.ს. ბოლნისის რაიონული სამართველოს 2012 წლის დეკემბრის თვის კომუნალური ხარჯები (ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი) 6,306ათ. ლარი.”. |
| მუხლი 12 |
დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ხარჯების, აგრეთვე სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 300,00 ათ. ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 13 |
დადგენილების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 305,00 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 159,94 ათასი ლარის ოდენობით ; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 142,06 ათასი ლარის ოდენობით; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3,00 ათასი ლარისა ოდენობით; 2 „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.“. |
| მუხლი 14 |
დადგენილების მე-16 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ს.შ.ს.ს. ბოლნისის რაიონული სამართველოს 2012 წლის კომუნალური ხარჯების დაფარვა.“. |
| მუხლი 15 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) საკალათბურთო კლუბი „ენერჯი ინვესტის“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება შპს საკალათბურთო კლუბი „რუსთავი 1991“–ს უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობა.“. |
| მუხლი 16 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდების 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების პირების (ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და არ გააჩნიათ იურიდიული მარჩენალი) 250 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას; ბ.თ) მატერიალური დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარებები მოსახლეობის იმ ნაწილზე ვისაც არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, არ არის ერთიან ბაზაში და ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ან/და სხვა სახის მატერიალური დახმარება. ასევე ოჯახებში რეინტეგრირებული თითოეული ბავშვისათვის ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 17 |
დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 18 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები