დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016132 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www. matsne. gov.ge), 04.01.2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016109) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
". | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
". | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 3 |
დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 12585,813 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
". | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 4 |
დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7694,698 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7824,698 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
". ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 130,0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის.“.
". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 5 |
დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
". |
| მუხლი 6 |
დადგენილების მე-13 მუხლის 1-ლ პუნქტის დაემატოს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ქ. ბოლნისში მდებარე „სოფლის არხისა“ და „შუა არხის“ გაწმენდის სამუშაოებისათვის სარეზერვო ფონდიდან (გამგებლის 2013 წლის 27 მაისის №842 ბრძანება) გამოიყო 20,00 ათ. ლარი; ზ) სოფ. ძეძვნარიანში სასმელი წყლის ტუმბოს შეძენა-მონტაჟის სამუშაოებისათვის სარეზერვო ფონდიდან (გამგებლის 2013 წლის 6 ივნისის №920 ბრძანება) გამოიყო 0,80 ათ. ლარი.”. |
| მუხლი 7 |
დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარეზერვო ფონდიდან დაზუსტდა 49,20ათ. ლარის ოდენობით.”. |
| მუხლი 8 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაცია, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. ბ.ა) სარწყავი არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი არხების მშენებლობა, არსებული არხების გაწმენდა. ბ.ბ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სოფლებისათვის (სენები, ტანძია, ბოლნისი, სამწვერისი, ხატისოფელი, ვანათი, სავანეთი) სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შიდა ქსელების საამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება, აგრეთვე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ბ.გ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ღამის პერიოდში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების ფასადების, სკვერებისა და ბულვარების განათებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები . ბ.დ) ჩამდინარე წყლების მართვა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. ბოლნისში საკანალიზაციო ქსელის და ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. ასევე ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემის ნაწილის მშენებლობა-რეაბილტაცია. ბ.ე) გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფინასდება დასახლებულ პუნქტებში ქვეწარმავლების დაჭერა - უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მომსახურება. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ზაფხულის პერიოდში დასახლებული პუნქტებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სასაზღვრო ზოლის შემოხვნა ხანძრისგან უსაფრთხოების მიზნით. ბ.ვ) ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ბოლნისში და დაბა კაზრეთში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების, ლიფტების, შიდა საკანალიზაციო სისტემებისა და ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქ. ბოლნისში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა .”. |
| მუხლი 9 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფლებში/დაბებში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაცია, წყაროების მოწყობა, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოხრეშვა/მოასფალტება, სასაფლაოს შემოღობვა, სარიტუალო სახლების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სარიტუალო სახლების საჭირო ინვენტარით აღჭურვა, სკვერების/თავშეყრის ადგილების მოწყობა .”. |
| მუხლი 10 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა.ა) სპორტული სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის' დაფინანსებას 342,70 ათ. ლარის ოდენობით, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობების წრეები და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. ასევე ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჭადრაკო სკოლა „ნონას' 50,00 ათ.ლარით დაფინანსებას.”. |
| მუხლი 11 |
დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ბ“ და „ბ.მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა.ბ.) საექიმო ამბულატორიების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფლებში საექიმო ამბულატორიების დაფინანსება: 1. შპს „ბოლნისის რაიონის სოფ. ტალავრის ამბულატორია“ 6,21ათ.ლარი; 2. შპს „სოფელ ქვემო ბოლნისის საექიმო ამბულატორია“ 13,35 ათ.ლარი; 3. შპს „რანჩპარის სასოფლო ამბულატორია“ 10,10ათ.ლარი; 4. შპს „ქვეშის საექიმო ამბულატორია“ 15,525ათ.ლარი; 5. შპს „სავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ 77,40ათ.ლარი; 6. შპს „დარბაზის საექიმო ამბულატორია“ 8,48ათ.ლარი; 7. შპს „ქვემო არქევანის საექიმო ამბულატორია“ 9,78ათ.ლარი; ბ.მ) კომუნალური გადასახადების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის (სოფ. ქვ.ბოლნისში) და ქ. ბოლნისში სოციალურ საცხოვრისში განთავსებული სოციალურად დაუცველი 12 ოჯახის კომუნალური გადასახადების დაფარვა.”. |
| მუხლი 12 |
დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 13 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები