დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 360 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/09/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020040.10.003.017033 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/09/2012 - 15/01/2013)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №360
2012 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს:
1. საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა (დანართი №1) .
2. სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა (დანართი №2).
მუხლი 2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №411 დადგენილება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ .
2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულება „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
დანართი №1
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა
საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება . ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების შემძენ/მმართველ/მოსარგებლე პირებს მოსთხოვოს ექსპერტიზის ან/და აუდიტის ჩატარების მიზნით მიმართონ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს:
ა) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიუროს;
ბ) ფრაისვოთერჰაუსკუპერს‑ს (PricewaterhouseCoopers);
გ) დელოიტი‑ს (Deloitte);
დ) ქეი-ფი-ემ-ჯი‑ს (KPMG);
ე) ერნსტ ენდ იანგ‑ს (Ernst & Young);
ვ) გრანთ თორნთონ‑ს (Grant Thornton);
ზ) ბიდიო‑ს (BDO);
თ) ბეიკერ ტილი‑ს (Baker Tilly);
ი) სმით ენდ ვილიამსონ‑ს (Smith & Williamson);
კ) პი-ქეი-ეფ‑ს (PKF);
ლ) შპს „კაპტო ჯგუფს“ (RSM-ის წევრი);
მ) შპს „აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახური ემჯიაი ჯორჯიას“ (MGI).
დანართი №2
სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა
დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ შემდეგ სახელმწიფო საწარმოებს:
ა) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
ბ) შპს „ ენგურჰესს“;
გ) სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „ საქრუსენერგოს“;
დ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“;
ე) შპს „საქართველოს რკინიგზას“;
ვ) შპს „ რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს“;
ზ) შპს „ ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერს“;
თ) შპს „ ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენს“;
ი) შპს „ ვარდნილჰესების კასკადს“;
კ) შპს „მარაბდა- კარწახის რკინიგზას“;
ლ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“.
დოკუმენტის კომენტარები