საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

  • Word
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 360
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 220020040.10.003.017033
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
360
05/09/2012
ვებგვერდი, 06/09/2012
220020040.10.003.017033
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/09/2012 - 15/01/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 360

2012 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილის

საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხ­ლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს:

1. საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა (დანართი №1) .

2. სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა (დანართი 2).

მუხლი 2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №411 დადგენილება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ .

2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულება „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი

დანართი 1

საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა

საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვ­რის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხ­ლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვა­ლის­წი­ნებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბა­ლანს­ზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გა­მოყენებით და აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პი­რის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება . ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების შემძენ/მმართველ/მოსარგებლე პირებს მოსთხოვოს ექსპერტიზის ან/და აუდიტის ჩატარების მიზნით მიმართონ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს:

ა) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის

ეროვნულ ბიუროს;

ბ) ფრაისვოთერჰაუსკუპერს‑ს (PricewaterhouseCoopers);

გ) დელოიტი‑ს (Deloitte);

დ) ქეი-ფი-ემ-ჯი‑ს (KPMG);

ე) ერნსტ ენდ იანგ‑ს (Ernst & Young);

ვ) გრანთ თორნთონ‑ს (Grant Thornton);

ზ) ბიდიო‑ს (BDO);

თ) ბეიკერ ტილი‑ს (Baker Tilly);

ი) სმით ენდ ვილიამსონ‑ს (Smith & Williamson);

კ) პი-ქეი-ეფ‑ს (PKF);

ლ) შპს „კაპტო ჯგუფს“ (RSM-ის წევრი);

მ) შპს „აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახური ემჯიაი ჯორჯიას“ (MGI).

დანართი 2

სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა

დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სა­ქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნა­წილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასე­ბის ვალდებულება არ წარმოეშობათ შემდეგ სახელმწიფო საწარ­მოებს:

ა) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;

ბ) შპს „ ენგურჰესს“;

გ) სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „ საქრუს­ენერ­გოს“;

დ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“;

ე) შპს „საქართველოს რკინიგზას“;

ვ) შპს „ რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს“;

ზ) შპს „ ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერს“;

თ) შპს „ ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენს“;

ი) შპს „ ვარდნილჰესების კასკადს“;

კ) შპს „მარაბდა- კარწახის რკინიგზას“;

ლ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომ­­პანიას“.