„საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 220020040.10.003.017715
96
17/01/2014
ვებგვერდი, 21/01/2014
220020040.10.003.017715
„საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2014 წლის 17 იანვარი

   ქ. თბილისი

„საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის  5 სექტემბრის №360 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  06/09/2012,  220020040.10.003.017033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. დადგენილების პირველი მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202‑ე მუხლის მე­‑2 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „თ“ და „კ“  ქვეპუნქტების საფუძველზე,  დამტკიცდეს:“.

2. დადგენილების  №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „დანართი №1

საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა

საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202‑ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ‑ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების შემძენ/მმართველ/მოსარგებლე პირებს მოსთხოვოს ექსპერტიზის ან/და აუდიტის ჩატარების მიზნით მიმართონ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს:

ა) სსიპ –  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს;

ბ) ფრაისვოთერჰაუსკუპერს (pricewaterhouseCoopers);

გ) დელოიტის (Deloitte);

დ) ქეი‑ფი‑ემ‑ჯის (KPMG);

ე) ერნსტ ენდ იანგს (Ernst & young);

ვ) გრანთ თორნთონს (Grant Thornton);

ზ) ბიდიოს (BDO);

თ) ბეიკერ ტილის (Baker Tilly);

ი) სმით ენდ ვილიამსონს (Smith &Williamson);

კ) პი‑ქეი‑ ეფს (PKF);

ლ) შპს „კაპტო ჯგუფს“ (RSM-ის წევრი);

მ) შპს „აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახური ემჯიაი ჯორჯიას“ (MGI);

ნ) შპს „ფინანსური მართვის ჯგუფს“ (FMG);

ო) შპს „ცოდნისას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი