დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 587 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 08/11/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 01/12/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.090.000.05.001.000.836 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (23/12/2005 - 24/11/2011)
ეს კანონი განსაზღვრავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე (შემდგომში – ბირთვულ ობიექტებზე) ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში (შემდგომში – მონაწილეები) ან რომლებსაც შესაძლებლობა შეეზღუდათ მასში მონაწილეობის დროს სხივური ზემოქმედების გამო (შემდგომში – ინვალიდები);
ბ) მონაწილეებისა და ინვალიდების შვილებზე, რომლებიც დაიბადნენ ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში;
გ) ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების ოჯახის შრომისუუნარო წევრებზე (მშობლები, მეუღლე, არასრულწლოვანი და ინვალიდი შვილები).
საქართველო ს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი № 2455 - სსმ I , № 56, 28.12.2005 წ., მუხ. 436
მუხლი 3. ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრის წესი
1. ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონეს განსაზღვრავს სპეციალიზებული სამკურნალო დაწესებულება.
2. სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებები ფინანსდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
საქართველო ს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი № 2455 - სსმ I , № 56, 28.12.2005 წ., მუხ. 436
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებული პირები სარგებლობენ:
ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველო ს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი № 2455 - სსმ I , № 56, 28.12.2005 წ., მუხ. 436
მუხლი 6. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეთა სოციალური დაცვა
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები სარგებლობენ:
ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველო ს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი № 2455 - სსმ I , № 56, 28.12.2005 წ., მუხ. 436
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების შრომისუუნარო მშობლები და მეუღლე, აგრეთვე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაბადებული შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე სარგებლობენ:
ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველო ს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი № 2455 - სსმ I , № 56, 28.12.2005 წ., მუხ. 436
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და ინვალიდების შრომითი მოწყობა და პროფესიული გადამზადება ხორციელდება „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ადგილობრივი მმართველობის ორგანოები:
ა) ვალდებულნი არიან თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით ამ კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელება და სოციალური დაცვის პროგრამების შედგენისას უპირატესობა მიანიჭონ ამ პირების მიერ საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების, წყლისა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადების გადახდისას შეღავათებით სარგებლობის გათვალისწინებას;
ბ) უფლებამოსილნი არიან საჭიროების შემთხვევაში დააწესონ და დააფინანსონ დამატებითი შეღავათები.
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ამ კანონით დადგენილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შეღავათების განხორციელების ორგანიზებას და ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობის ერთიან ნიმუშს და გაცემის წესს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების აღრიცხვას კატეგორიების მიხედვით (მონაწილე, ინვალიდი, ოჯახის წევრი) აწარმოებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო სოციალური დაცვის სამსახურებისა და სამხედრო კომისარიატების მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას გადასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
საქართველო ს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი № 2455 - სსმ I , № 56. 28.12.2005 წ., მუხ. 436
მუხლი 121. ამ კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათების გარდამავალი რეგულირება
ამ კანონით გათვალისწინებულ პირთათვის სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების შეღავათები (მათ შორის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის და სხვ.) ძალაშია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საქართველო ს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი № 2455 - სსმ I , № 56, 28.12.2005 წ., მუხ. 436
ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 8 ნოემბერი.
№587–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები