დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2455 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 28/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.090.030.05.001.002.073 |
საქართველოს კანონი
„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი, მუხ. 120) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში (შემდგომში – მონაწილეები) ან რომლებსაც შესაძლებლობა შეეზღუდათ მასში მონაწილეობის დროს სხივური ზემოქმედების გამო (შემდგომში – ინვალიდები);“.
2. მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებები ფინანსდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
მუხლი 5. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებულთა სოციალური დაცვა
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებული პირები სარგებლობენ:
ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეთა სოციალური დაცვა
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები სარგებლობენ:
ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების შრომისუუნარო მშობლები და მეუღლე, აგრეთვე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაბადებული შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე სარგებლობენ:
ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
3. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“.
4. კანონის III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:
„მუხლი 121. ამ კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათების გარდამავალი რეგულირება
ამ კანონით გათვალისწინებულ პირთათვის სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების შეღავათები (მათ შორის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის და სხვ.) ძალაშია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2455– რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები