„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 857-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 280090000.05.001.102765
857-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
280090000.05.001.102765
„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი, მუხ. 120) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში (შემდგომ – მონაწილეები) ან რომლებსაც მასში მონაწილეობის დროს სხივური ზემოქმედების შედეგად შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდათ (შემდგომ – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები);

ბ) მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შვილებზე, რომლებიც ამ პირების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაიბადნენ;

გ) ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს ან მასში მონაწილეობით გამოწვეული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახების შრომისუუნარო წევრებზე (მშობლები, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები).“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვა, რომელთაც შესაძლებლობა ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შედეგად შეეზღუდათ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შედეგად შეეზღუდათ, სარგებლობენ:

ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს ან მასში მონაწილეობით გამოწვეული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახების წევრთა სოციალური დაცვა

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს ან მასში მონაწილეობით გამოწვეული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომისუუნარო მშობლები და მეუღლე სარგებლობენ, აგრეთვე ამ პირების შვილები, რომლებიც მათი ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაიბადნენ, 18 წლის მიღწევამდე სარგებლობენ:

ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 8. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომითი მოწყობა და პროფესიული გადამზადება

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომითი მოწყობა და პროფესიული გადამზადება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მონაწილეებისა და მათი ოჯახების წევრთა აღრიცხვა

მონაწილეებისა და მათი ოჯახების წევრთა აღრიცხვას კატეგორიების (მონაწილე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ოჯახის წევრი) მიხედვით აწარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N857-IIმს-XIმპ