დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3091-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090000.05.001.018939 |
|
„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი, მუხ. 120) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“. 2. მე-10−მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ორგანიზება და ზედამხედველობა მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ამ კანონით დადგენილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შეღავათების განხორციელების ორგანიზებასა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მუხლი 11. მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობის ერთიან ნიმუშს და გაცემის წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მუხლი 12. მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების აღრიცხვა მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების აღრიცხვას კატეგორიების (მონაწილე, ინვალიდი, ოჯახის წევრი) მიხედვით აწარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3091-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები