დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 587 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 08/11/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 01/12/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.090.000.05.001.000.836 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ეს კანონი განსაზღვრავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე (შემდგომში – ბირთვულ ობიექტებზე) ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში (შემდგომ – მონაწილეები) ან რომლებსაც მასში მონაწილეობის დროს სხივური ზემოქმედების შედეგად შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდათ (შემდგომ – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები);
ბ) მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შვილებზე, რომლებიც ამ პირების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაიბადნენ;
გ) ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს ან მასში მონაწილეობით გამოწვეული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახების შრომისუუნარო წევრებზე (მშობლები, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები).
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ.
მუხლი 3. ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრის წესი
1. ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონეს განსაზღვრავს სპეციალიზებული სამკურნალო დაწესებულება.
2. სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3091 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6887-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შედეგად შეეზღუდათ, სარგებლობენ:
ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ.
მუხლი 6. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეთა სოციალური დაცვა
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები სარგებლობენ:
ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს ან მასში მონაწილეობით გამოწვეული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომისუუნარო მშობლები და მეუღლე სარგებლობენ, აგრეთვე ამ პირების შვილები, რომლებიც მათი ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაიბადნენ, 18 წლის მიღწევამდე სარგებლობენ:
ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ.
ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომითი მოწყობა და პროფესიული გადამზადება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6887-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.
მუხლი 10. მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ორგანიზება და ზედამხედველობა
მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ამ კანონით დადგენილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შეღავათების განხორციელების ორგანიზებასა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3091 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
მუხლი 11. მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა
მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობის ერთიან ნიმუშს და გაცემის წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3091 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
მუხლი 12. მონაწილეებისა და მათი ოჯახების წევრთა აღრიცხვა
მონაწილეებისა და მათი ოჯახების წევრთა აღრიცხვას კატეგორიების (მონაწილე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ოჯახის წევრი) მიხედვით აწარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3091 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ.
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436
მუხლი 121. ამ კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათების გარდამავალი რეგულირება
ამ კანონით გათვალისწინებულ პირთათვის სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების შეღავათები (მათ შორის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის და სხვ.) ძალაშია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საქართველო ს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი № 2455 - სსმ I , № 56, 28.12.2005 წ., მუხ. 436
მუხლი 13. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 8 ნოემბერი.
№587–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები