შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2385
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/11/2010
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2012
ძალაში შესვლის თარიღი 30/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016087
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2385
30/11/2010
ვებგვერდი, 25/05/2012
000000000.00.00.016087
შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/05/2012 - 30/12/2011)

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება № 2385

201 0 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესი“ თანდართული რედაქციით.

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1516 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ცხაკაია

შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

აღნიშნული წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ მომსახურების გაწევის წესს.

    მუხლი 2. საფასურის გადახდის წესი

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევამდე შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე (სს “კორ სტანდარტ ბანკი”, ბანკის კოდი – 220101945, მიმღები – “შემოსავლების სამსახური” მიმღების ანგარიში – GE14K S00 0000 0000 0777 77) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს დადგენილი საფასური.

2. საფასურის გადახდა ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში – ლარებში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

3. მომსახურების გაწევის მოთხოვნით შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის მიმართვისას (განცხადების წარდგენისას), დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (გარდა ასეთი დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარდგენისას).

4. პირი უფლებამოსილია განცხადება, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები შესაბამის საგადასახადო/საბაჟო ორგანოში წარადგინოს ელექტრონული ( CD-დამგროვებელის მეშვეობით) ან მატერიალური ფორმით. ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენილი ერთი სახისა და შინაარსის მქონე ყველა დოკუმენტი გაერთიანებული უნდა იყოს ერთ ფაილში.

5. იმ შემთხვევაში , თუ პირის მიერ მოთხოვნილია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის გაცემა, წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობაზე თანხმობის გაცემა, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის პირობებში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის გაცემა, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვაში (ობიექტის ადგილმდებარეობის) ცვლილების შეტანა, გადასახადის გადამხდელისთვის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემა, გადასახადის გადამხდელისათვის ყადაღადადებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემაზე თანხმობის გაცემა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-16 ნაწილის საფუძველზე ყადაღადადებულ ქონებაზე ყადაღის გაუქმება ან საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის მოხსნა, საგადასახადო ორგანოს დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

6. დაინტერესებული პირი თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასეთი მომსახურების გაწევა უფასოა.

7. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა (ხარვეზის გამოუსწორებლობა) მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველია.

8. თუ დაინტერესებულმა პირმა ისარგებლა ინტერნეტით და განცხადება დაარეგისტრირა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც მხოლოდ ფასიანია, მაშინ აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაციისას, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი იყოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული (სკანირებული) ვერსია ან მან განახორციელოს გადახდა ვებ-გვერდის www.rs.ge – ის შესაბამისი პროგრამული უზრუნველფით.

9. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილების დანართის 54-ე – 58-ე და 65-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ასევე გაფორმების ეკო­ნო­მიკურ ზონაში 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენ­დარული დღის განმავლობაში.

10. თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავ­ნილის ან/და საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქ­ცი­ზური ალკოჰოლური სასმელის (მათ შორის, ლუდის) მი­მართ სა­ბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება და მი­მ­ღების მიერ დასახელებულ ადგილზე მი­ტანა, იგი უფლე­ბა­მოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს სატვირთო-სა­ბაჟო დეკ­ლარაციის ფორმა №4-ის რეგისტრა­ცი­იდან 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის განმავლობაში.

11. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილების დანართის 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, პირი ვალდებულია მომსახურების საფასური გადაიხადოს შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ, ექსპერტის დასკვნის მიღებამდე.

    მუხლი 3. მომსახურების ვადის ათვლის წესი

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებული ვადის ათვლა იწყება შესაბამის საგადასახადო/საბაჟო ორგანოში განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

2. თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით მომსახურების გაწევისათვის ვადა დადგენილია საათებით, მისი ათვლა იწყება შესაბამის საგადასახადო/საბაჟო ორგანოში განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან, თუ ასეთი მომსახურებისათვის დადგენილი ვადა იწურება შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს სამუშაო დროის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში, მომსახურების გაწევისათვის საათებით დადგენილი ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღის დაწყებისთანავე.

3. თუ პირის მიერ მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის სავალდებულოა გარკვეული სახის დოკუმენტების წარდგენა ან პირობების შექმნა, ასეთი დოკუმენტების წარუდგენლობის ან არასრულად წარდგენის შემთხვევაში ან/და შესაბამისი პირობების შექმნამდე ან/და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობისას, შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანო, განცხადების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ვადის ბოლოს წინა დღისა, პირს წერილობით უთითებს წარმოსადგენი დოკუმენტების ან/და პირობების შექმნის თაობაზე (ადგენს ხარვეზს) და აძლევს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

4. თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით მომსახურების გაწევისათვის დადგენილია ერთი დღე ან ვადა დადგენილია საათებით, შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანო პირს ხარვეზს უდგენს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში.

5. ხარვეზის დადგენით ჩერდება მომსახურების გაწევის ვადის დინება. ვადის დინება განახლდება პირის მიერ ხარვეზის გამოსწორების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. დაგდენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. თუ პირის მიერ განცხადებით მოთხოვნილია მომსახურების გაწევა იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც მომსახურების გაწევა საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად უფასოა, იგი უფლებამოსილია გადაიხადოს მომსახურების საფასური და მოითხოვოს დაჩქარებული (ფასიანი) მომსახურების გაწევა. ამ შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

7. თუ პირს გადახდილი აქვს საფასური კონკრეტულ ვადაში მომსახურების გაწევისათვის, შესაძლებლობის შემთხვევაში მას მომსახურება უნდა გაეწიოს აღნიშნულ ვადაზე უფრო ადრე (მ.შ., საგადასახადო/საბაჟო ორგანოში განცხადების რეგისტრაციის დღესაც), თუ ამ სახის მომსახურებისათვის უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.

8. თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაბამისი მომსახურების გაწევა მხოლოდ ფასიანია (არ არის გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უფასოდ), ასეთი მომსახურება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გაწეულ უნდა იქნეს მხოლოდ პირის მიერ საფასურის გადახდის შემდეგ, დადგენილების დანართში მითითებული ვადების დაცვით.

    მუხლი 4. საფასურის დაბრუნების საფუძვლები

1. გადახდილი საფასური ექვემდებარება დაბრუნებას, თუ:

ა) პირმა განცხადების შემოტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;

ბ) საფასური გადახდილია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და მთავრობის დადგენილებით მომსახურებისათვის განსაზღვრულ განაკვეთს შორის;

გ) თუ შესაბამისმა საგადასახადო/საბაჟო ორგანომ ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო დაჩქარებული მომსახურების გაწევა.

2. მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თუ პირმა განცხადების შემოტანის შემდეგ უარი თქვა მომსახურების გაწევაზე, მას გადახდილი საფასური არ დაუბრუნდება. მომსახურების გაწევის მოთხოვნით შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის შემდგომი მიმართვისას პირი ვალდებულია დადგენილი წესითა და ოდენობით გადაიხადოს მომსახურების საფასური.

4. თუ პირის მიერ საფასური გადახდილია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, გადახდილ თანხასა და მთავრობის დადგენილებით მომსახურებისათვის განსაზღვრულ განაკვეთს შორის სხვაობის დაბრუნების მოთხოვნით პირმა უნდა მიმართოს იმ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს, რომლისგანაც მიიღო მომსახურება და განცხადებაში მიუთითოს მისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხვაობის თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატი, პირის მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში, შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელშიც ასევე უნდა აღინიშნოს სხვაობის თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას.

    მუხლი 5. თბილისის რეგიონულ ცენტრში დოკუმენტების მოთხოვნის წესი

1. თუ პირის მიერ მოთხოვნილია ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც საჭიროებს გარკვეული სახის დოკუმენტების (დეკლარაციის/გაანგარიშების ან მათი დანართების) წარდგენას, თბილისის რეგიონული ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს ამ პირთან არსებული დოკუმენტები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დოკუმენტი არ ინახება ან არ იძებნება მომსახურების გაწევისათვის დადგენილ ვადებში საგადასახადო/საბაჟო ორგანოში, ან არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ თბილისის რეგიონულ ცენტრში დაცული დოკუმენტები ხარვეზიანია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირისგან დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის რეგიონული ცენტრის უფროსი ან მისი მიერ უფლებამოსილი პირი, რაც ასევე უნდა ეცნობოს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს.

7. 06/10/2016 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 27897 - ვებგვერდი, 07/10/2016 6. 30/11/2012 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 26530 - ვებგვერდი, 04/12/2012 5. 10/10/2012 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 20831 - ვებგვერდი, 05/11/2012 4. 02/08/2012 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 13021 - ვებგვერდი, 10/08/2012 3. 15/03/2012 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 3785 - ვებგვერდი, 15/06/2012 2. 14/02/2012 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 1833 - ვებგვერდი, 15/06/2012 1. 30/12/2011 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 12515 - ვებგვერდი, 15/06/2012