„შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 26530
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/11/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2012
ძალაში შესვლის თარიღი 30/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016199
  • Word
26530
30/11/2012
ვებგვერდი, 04/12/2012
000000000.00.00.016199
„შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრანება №26530

2012 წლის 30 ნოემბერი

„შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

:

1. „შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესში“ შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. თუ პირის მიერ საფასური გადახდილია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, გადახდილ თანხასა და მთავრობის დადგენილებით მომსახურებისათვის განსაზღვრულ განაკვეთს შორის სხვაობის დაბრუნების მოთხოვნით პირმა უნდა მიმართოს იმ საგადასახადო ორგანოს, რომლისგანაც მიიღო მომსახურება და განცხადებაში მიუთითოს მისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხვაობის თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი , პირის მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში, შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელშიც ასევე უნდა აღინიშნოს სხვაობის თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას.“;

ბ) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მომსახურების საფასურის მესამე პირის მეშვეობით გადახდისას, თუ ვერ დასტურდება, რომ დაინტერესებულმა პირმა მომსახურების საფასური გადაიხადა მესამე პირის მეშვეობით, მან თანხის გადატანის მოთხოვნით წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელმაც გაუწია მომსახურება. ამ შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ორგანოს აგრეთვე წარედგინება მესამე პირის წერილობითი განცხადება მომსახურების საფასურის დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გადახდის შესახებ და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ორგანო ახორციელებს დაინტერესებული პირის და მესამე პირის ბარათების კორექტირებას – მესამე პირის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის თანხის გადატანას დაინტერესებული პირის დავალიანების დასაფარად (დაინტერესებული პირის/მესამე პირის განცხადებაში მითითებული თანხის ოდენობით).“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი              კახა ცერცვაძე