„შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის N2385 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის N2385 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13021
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 02/08/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016118
  • Word
13021
02/08/2012
ვებგვერდი, 10/08/2012
000000000.00.00.016118
„შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის N2385 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლის სამსახურის უფროსის

ბრძანება №13021

2012 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- მუხლის დასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესის“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს მომსახურების საფასური (სს „კორ სტანდარტ ბანკი”, ბანკის კოდი 220101945, მიმღები „შემოსავლების სამსახური“, მიმღების ანგარიში: GE14KS00 0000 0000 0777 77 მომსახურების გაწევამდე საფასურის გადახდისას ან GE38KS00 0000 0000 088888 მომსახურების გაწევის შემდეგ საფასურის გადახდისას).“;

) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

     „მუხლი 6. მომსახურების გაწევის შემდეგ გადასახდელი მომსა­ხუ­რე­ბის საფასურის აღრიცხვა

1. მომსახურების გაწევის შემდეგ გადასახდელი მომსა­ხუ­რე­ბის საფასური საგადასახადო ორგანოს მიერ აღირიცხება პროგრამულად, „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათზე“ (შემდგომში ბარათი) საფასურის თანხის დარიცხვისა და გადახდის ოპერაციებით.

2. მომსახურების გაწევის შემდეგ გადასახდელი მომსა­ხუ­რე­ბის საფასურის დარიცხვის თაობაზე დაინტერესებულ პირს (მომსახურების მიმღებს) ეგზავნება შეტყობინება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალურ ნომერს;

ბ) დაინტერესებული პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს/იურიდიული პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს;

გ) გაწეული მომსახურების სახეს და მომსახურების საფასურის ოდენობას;

დ) შემოსავლების სამსახურის (მიმღების) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ე) მომსახურების გაწევის თარიღს;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის ვადას;

ზ) იმპორტის გადასახდელების ოდენობას და შესაბამის სახაზინო კოდებს, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში.

3. მომსახურების საფასურის მესამე პირის მეშვეობით გადახდისას, თუ ვერ დასტურდება, რომ დაინტერესებულმა პირმა მომსახურების საფასური გადაიხადა მესამე პირის მეშვეობით, მან თანხის გადატანის მოთხოვნით წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელმაც გაუწია მომსახურება. ამ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს აგრეთვე წარედგინება მესამე პირის წერილობითი განცხადება მომსახურების საფასურის დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გადახდის შესახებ და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ახორციელებს დაინტერესებული პირის და მესამე პირის ბარათების კორექტირებას მესამე პირის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის თანხის გადატანას დაინტერესებული პირის დავალიანების დასაფარად (დაინტერესებული პირის/მესამე პირის განცხადებაში მითითებული თანხის ოდენობით).“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                       . ებანოიძე