დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20831 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 10/10/2012 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/10/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016181 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №20831
2012 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესში“ შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ პირის მიერ საფასური გადახდილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, გადახდილ თანხასა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით მომსახურებისათვის განსაზღვრულ განაკვეთს შორის სხვაობის დაბრუნების მოთხოვნით პირმა უნდა მიმართოს იმ საგადასახადო ორგანოს, რომლისაგან მიიღო მომსახურება, ხოლო, შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დაბრუნების შემთხვევაში – პირმა უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს და განცხადებაში მიუთითოს მისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხვაობის თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი, პირის მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში, შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელშიც ასევე უნდა აღინიშნოს სხვაობის თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მომსახურების საფასურის მე-3 პირის მეშვეობით გადახდისას, თუ ვერ დასტურდება, რომ დაინტერესებულმა პირმა მომსახურების საფასური გადაიხადა მესამე პირის მეშვეობით, მან თანხის გადატანის მოთხოვნით წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელმაც გაწია მომსახურება, ხოლო შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის მე-3 პირის მეშვეობით გადახდისას – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს ან შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტს. ამ შემთხვევაში, შესაბამის საგადასახადო ორგანოს/შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს აგრეთვე წარედგინება მესამე პირის წერილობითი განცხადება მომსახურების საფასურის დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გადახდის შესახებ და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი ან შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტი ახორციელებს დაინტერესებული პირის და მესამე პირის ბარათების კორექტირებას – მესამე პირის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის თანხის გადატანას დაინტერესებული პირის დავალიანების დასაფარად (დაინტერესებული პირის/მესამე პირის განცხადებაში მითითებული თანხის ოდენობით).“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ. ებანოიძე
დოკუმენტის კომენტარები