საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 02/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2012
ძალაში შესვლის თარიღი 06/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.016027
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
9/2012
02/03/2012
ვებგვერდი, 05/03/2012
010220020.15.008.016027
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2012 - 07/04/2013)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 9/2012

201 2ლის 2 მარტი

. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ტ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულება”.

 მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 22 აგვისტოს №13/2011 დადგენილება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის წესისა (პირობების) და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“.

 მუხლი 3 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

 მუხლი 4 . ეს დადგენილება ამოქმედდეს 201 2 წლის 6 მარტიდან.

კომისიის თავმჯდომარე     ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი       გ. მჭედლიძე

დანართი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ” შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (შემდგომში – ცესკო ) აპარატში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის მიზნით სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის გამოვლენის წესს.

2. ცესკოს აპარატის საკონკურსო კომისია იქმნება და საქმიანობს წინამდებარე დებულების საფუძველზე.

3. ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ დებულებით დადგენილი პირობების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი პროცედურის პრინციპების დაცვაზე, გაითვალისწინოს ცესკოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების წინადადებები და საჭიროების შემთხვევაში დააყენოს საკითხი შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.

4. ამ დებულებაში მითითებული ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება.

    მუხლი 2. კონკურსის მიზანი, ამოცანები და ჩატარების პრინციპები

1. კონკურსის მიზ ნია უზრუნველყოს ცესკოს აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.

2. კონკურსის ამოცანას წარმოადგენს კონკურსანტის/ კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლო­ბე­ბისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებ­თან შესაბამისობის დონის განსაზღვრა და შეფასება .

3. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსი ტარდება ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1. კონკურსი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კანდიდატის შესაბამისობის შეფასება დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან;

2. კონკურსანტი – ცესკოს აპარატის საჯარო მოხელეთა საჯარო კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი;

3. კანდიდატი – ცესკოს აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შერჩეული პირი;

4. საკონკურსო კომისია – ცესკოს აპარატის ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით კანდიდატის შერჩევის მიზნით შექმნილი კომისია;

5. შესარჩევი კონკურსის სამდივნო – კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით ცესკოს აპარატის მოხელეთაგან შექმნილი სპეციალური ჯგუფი;

6. საკონკურსო დოკუმენტაცია – კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია;

7. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიგანათლება, გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა, უნარ-ჩვევები.

თავი II

საკონკურსო კომისია

    მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა

1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და 5 წევრი, რომელიც იქმნება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით კონკურსის გამოცხადებისთანავე.

2. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, რომლის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. კომისიის შემადგენლობაში, ცესკოს წევრების გარდა, შედიან ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტისა და ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები. მათი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე საკონკურსო კომისიის შემადგენლობას ავსებს ცესკოს დანარჩენი წევრებისაგან .

    მუხლი 5. საკონკურსო კომისიის მიზანი და ფუნქციები

1. საკონკურსო კომისიის საქმიანობის მიზანია კანდიდატის შესაბამისობის შეფასება დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.

2. საკონკურსო კომისიის ფუნქციებია:

ა) განიხილოს კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე თითოეული კონკურსანტის/კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია;

ბ) შეაფასოს კანდიდატის პროფესიული დონე, შესაძლებლობებ , პიროვნული თვისებები, კვალიფიკაცია, დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) გამოავლინოს საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კანდიდატი დადგენილ ვადებში.

    მუხლი 6. კომისიის მუშაობის წესი

1. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.

4. საკონკურსო კომისია წყვეტს საქმიანობას კონკურსის დამთავრებისთანავე.

    მუხლი 7. კომისიის წევრის აცილება

1. კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. აღნიშნული კომისიის წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებაში და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება კომისიისათვის კონკურსის მიმდინარეობისას, შესაბამისი კომისიის წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, მის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელი.

4. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება კომისიისათვის კონკურსის დასრულების შემდგომ, ამ წევრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელი.

    მუხლი 8. საპრეტენზიო კომისია

1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს ცესკოს თავმჯდომარე .

3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.

4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრ ვლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

8. კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.

9. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

10. საპრეტენზიო კომისიას უფლებამოსილება უწყდება მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთანავე.

    მუხლი 9. შესარჩევი კონკურსის სამდივნო

1. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით, ცესკოს აპარატის თანამშრომლებისგან, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უფლებამოსილების ვადით, იქმნება შესარჩევი კონკურსის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.

2. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) კონკურსის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;

ბ) კონკურსანტთა ელექტრონული ან/და არაელექტრონული განცხადებების მიღებასა და რეგისტრაციას;

გ) კანდიდატთა ინფორმირებას დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ და მის მიღებასა და შემოწმებას;

დ) ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ეტაპებით განსაზღვრული დოკუმენტაციის საკონკურსო კომისიისთვის წარდგენას;

ე) კანდიდატის წერილობით ინფორმირებას კონკურსის შედეგების თაობაზე;

ვ) კონკურსანტთან დაკავშირებული ინფორმაციის ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას.

თავი III

კონკურსი

    მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება

1. ცესკოს აპარატში წარმოქმნილი ვაკანტური თანამდებობების შევსების მიზნით, კონკურსის გამოცხადება და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადები დგინდება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.

2. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ ქვეყნდება ცესკოს ვებ-გვერდისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის საშუალებით.

3. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) დაწესებულებისა და ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რაოდენობა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;

ბ) სამუშაოს აღწერილობა;

გ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა;

დ) საკონკურსო კომისიის მისამართი, ტელეფონის ნომერი.

4. კონკურსანტებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი, მიუხედავად მისი ფორმისა.

5. თუ კონკურსანტი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს, დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად ან რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.

6. სამდივნო კონკურსანტთა საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით აქვეყნებს კონკურსანტთა სიას.

    მუხლი 11. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსში მონაწილე კონკურსანტის რეგისტრაციისთვის წაყენებული მოთხოვნები

1. აპარატის მოხელეთა საჯარო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომლის ასაკი განისაზღვრება 21 წლიდან 65 წლის ჩათვლით, ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება (დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად), საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა) და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის საშუალებით წარმოადგენს:

ა) ელექტრონულ განაცხადს;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლს (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა).

3. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი ცესკოში წარადგენს შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაციას:

ა) განცხადება დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) Curriculum Vitae (CV);

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლი (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა);

დ) მოტივაციის წერილი.

4. კონკურსანტს უფლება აქვს განცხადება შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. თუ კონკურსანტმა განცხადება ერთდროულად შეიტანა ცესკოს აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, საკონკურსო დოკუმენტაცია ორივე ვაკანტურ თანამდებობაზე დარჩება განუხილველი.

5. დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენისას კანდიდატმა სამდივნოს უნდა გადასცეს განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასრულებელი დოკუმენტების დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

თავი IV

კონკურსის ჩატარების პროცედურა

    მუხლი 12. კონკურსის პირობები

1. ცესკოს აპარატის მოხელეთა შესარჩევ კონკურსს ატარებს შესაბამისი საკონკურსო კომისია და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) კონკურსანტების შერჩევა წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე;

ბ) შერჩეული კანდიდატებისთვის დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, განათლების, კვალიფიკაციისა და სხვა დოკუმენტაციის ასლები);

გ) გასაუბრება.

2. საკონკურსო კომისიას უფლება აქვს, გასაუბრების ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, კანდიდატებს მისცეს წერითი, სიტუაციური დავალება, რომლის შესასრულებლად მათ ეძლევათ გონივრული ვადა.

3. საკონკურსო კითხვარებს, შეფასების ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო კომისია, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

4. კომისიის წევრები, გასაუბრებისას ინდივიდუალურად ავსებენ კანდიდატის შეფასების ფორმებს.

5. კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალური კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება კანდიდატთა ჯამურ შეფასების ფორმაში.

6. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კონკურსანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.

7. თუ კანდიდატის მიერ დამატებითი დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად ან განსაზღვრული ვადის დარღვევით, კანდიდატი მოიხსება კონკურსიდან.

8. გასაუბრების ეტაპზე გადაყვანილ კანდიდატთა შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ცესკოს ვებ-გვერდზე, საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში.

9. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს 10 დღისა კონკურსის გამოცხადების დღიდან.

    მუხლი 13. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შეფასებისას მიღებულ ქულებს.

2. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა ჯამურ შეფასების ფორმას.

3. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ინდივიდუალურად ფასდება.

4. საკონკურსო კომისია გამოავლენს საუკეთესო რეიტინგის მქონე კანდიდატს. თანაბარი რეიტინგების მქონე კანდიდატთა გამოვლენის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.

5. შეფასების საფუძველზე კომისია შესაბამის თანამდებობაზე წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.

6. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

7. ცესკოს თავმჯდომარე კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

8. სამდივნო გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

    მუხლი 14. კონკურსის შედეგი

1. ცესკოს აპარატის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ პირს ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს ბრძანებით.

2. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ დანიშვნის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარადგინოს:

ა) შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა – დეკლარაცია;

ბ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ;

გ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

დ) ერთი ფოტოსურათი, ზომით 3X4 და ელექტრონული ფორმით ( CD).

3. ინფორმაციის საჯაროობის მიზნით, სამდივნო კონკურსის დასრულებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების ვებგვერდზე განთავსებას.

    მუხლი 15 . ხელახალი კონკურსი

1. თუ კონკურსში რომელიმე საკონკურსო თანამდებობაზე არ მონაწილეობდა არც ერთი კონკურსანტი ან კონკურსის ჩატარების შედეგად არ შეივსო შესაბამისი ვაკანსიები, კონკურსი დარჩენილ ვაკანსიაზე თავიდან ცხადდება.

2. ხელახალი კონკურსის ჩატარების პირობები განისაზღვრება ამ დებულებით.

    მუხლი 16. დავები კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით

კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა გადაწყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

7. 27/06/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 14/2017 - ვებგვერდი, 28/06/2017 6. 07/01/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 6/2016 - ვებგვერდი, 08/01/2016 5. 28/07/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 33/2015 - ვებგვერდი, 29/07/2015 4. 06/03/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 7/2015 - ვებგვერდი, 09/03/2015 3. 10/02/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 4/2015 - ვებგვერდი, 11/02/2015 2. 11/02/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 4/2014 - ვებგვერდი, 12/02/2014 1. 07/04/2013 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 08/04/2013