„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 33/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 28/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.016197
33/2015
28/07/2015
ვებგვერდი, 29/07/2015
010220020.15.008.016197
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №33/2015

2015 წლის 28 ივლისი

ქ.თბილისი

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06.03.2012, 010220020.15.008.016027) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკოს აპარატის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ პირს ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს ბრძანებით უვადოდ ან გამოსაცდელი ვადით.’’.

2. დებულებას დაემატოს 141 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 141. მოხელის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და გათავისუფლება

1. მოხელის სამსახურში მიღებისას ცესკოს თავმჯდომარეს შეუძლია მის მიმართ გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა.

2. გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს.

3. გამოსაცდელი ვადის გამოყენების შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა აღინიშნება მოხელის დანიშვნის შესახებ გამოცემულ ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებაში.

4. გამოსაცდელ ვადაში არ ითვლება მოხელის მიერ დროებითი შრომისუუნარობისა და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა მოხელეს ეთვლება შრომით სტაჟში.

5. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემოწმება მოხელეს უტარდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. შემოწმებას წარმართავს ცესკოს  ადმინისტრაციული დეპარტამენტი. შემოწმების წესი და პირობები დგინდება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.

7. შემოწმების შედეგების შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარე მოხელეს ნიშნავს დაკავებულ თანამდებობაზე ან გამოსაცდელი ვადის პერიოდში ათავისუფლებს მას დაკავებული თანამდებობიდან, კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.’’. 

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი