„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4/2014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 11/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.016121
4/2014
11/02/2014
ვებგვერდი, 12/02/2014
010220020.15.008.016121
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №4/2014

2014 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/03/2012, 010220020.15.008.016027) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცესკოს აპარატის მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია (შემდგომში „საკონკურსო კომისია”) იქმნება და საქმიანობს წინამდებარე დებულების საფუძველზე.”.

 2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკონკურსო კომისია – ცესკოს აპარატის ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კანდიდატის შერჩევის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია;”.

 3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონკურსო კომისია შედგება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისაგან და იქმნება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით. საკონკურსო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის არანაკლებ 3 წევრისაგან.”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის მუშაობაში, კომისიის წევრების გარდა, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მონაწილეობდნენ ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების  ხელმძღვანელები.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე