„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 07/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220010.15.008.016245
6/2016
07/01/2016
ვებგვერდი, 08/01/2016
010220010.15.008.016245
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 6/2016

2016 წლის 7 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №9/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი: matsne.gov.ge 05/03/2012, 010220020.15.008.016027) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ დებულებით დადგენილი პირობების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი პროცედურის პრინციპების დაცვაზე, გაითვალისწინოს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების წინადადებები და საჭიროების შემთხვევაში დააყენოს საკითხი შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის ამოცანას წარმოადგენს კონკურსანტის/კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება და შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

3. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსი ტარდება კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კოლეგიალურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.“.

3. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები – განათლება, გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც განსაზღვრულია ცესკოს შესაბამისი დადგენილებით.“.

4. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი

1. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

2. საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.

3. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

4. კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.

5. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.

6. საკონკურსო კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.“.

5. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნას.

6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. შესარჩევი კონკურსის სამდივნო

1. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით, როგორც წესი ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლებისგან, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უფლებამოსილების ვადით, იქმნება შესარჩევი კონკურსის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი.

2. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) კონკურსის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;

ბ) კონკურსანტთა ელექტრონული განცხადებების მიღებას;

გ) განცხადებების და კონკურსის ეტაპების შედეგების საკონკურსო კომისიისთვის წარდგენას;

დ) კანდიდატის წერილობით ინფორმირებას კონკურსის ეტაპების და შედეგების თაობაზე;

ე) საკონკურსო კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით, განცხადების გადარჩევას (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას), რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით;

ვ) საკონკურსო კომისიის დავალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით ან  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ყოველი კანდიდატის ინფორმირებას მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ;

ზ) კონკურსანტთან დაკავშირებული ინფორმაციის ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას.“.

  1. მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ კონკურსანტი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს, დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად ან განცხადების წარსადგენად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება.

6. საკონკურსო კომისიის სამდივნო კონკურსანტთა განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით აქვეყნებს კონკურსანტთა სიას.“.

  1. მე-101 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) ცესკოს აპარატის დამხმარე მოსამსახურეები.“

  1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსში მონაწილე კონკურსანტის რეგისტრაციისთვის წაყენებული მოთხოვნები

1. აპარატის მოხელეთა საჯარო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს განათლება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა) და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ცესკოს აპარატის მოხელეთა კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი სსიპ -საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით წარმოადგენს:

ა) ელექტრონულ განცხადებას (Curriculum Vitae (CV));

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლს (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა);

გ) პირადობის დამადასტურებელის დოკუმენტის ასლს;

დ) განათლების დამადასტურებელი დოუმენტ(ებ)ის ასლს (დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);

ე) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოუმენტ(ებ)ის ასლს (დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად).

3. კონკურსანტს უფლება აქვს განცხადება შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. თუ კონკურსანტმა განცხადება ერთდროულად შეიტანა ცესკოს აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, საკონკურსო დოკუმენტაცია ორივე ვაკანტურ თანამდებობაზე დარჩება განუხილველი.

4. კონკურსანტი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.“.

  1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. კონკურსის პირობები

1. ცესკოს აპარატის მოხელეთა შესარჩევ კონკურსს ატარებს შესაბამისი საკონკურსო კომისია და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

ა) განცხადების გადარჩევა;

ბ) წერითი დავალება;

გ) ტესტირება;

დ) გასაუბრება.

2. კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებს, შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო კომისია, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

3. კონკურსის ეტაპების ჩატარებისათვის, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

4. საკონკურსო კომისიას უფლება აქვს, გასაუბრების ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, კანდიდატებს მისცეს წერითი, სიტუაციური დავალება, რომლის შესასრულებლად მათ ეძლევათ გონივრული ვადა.

5. საკონკურსო კომისიის წევრები, გასაუბრებისას ინდივიდუალურად ავსებენ კანდიდატის შეფასების ფორმებს.

6. კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალური კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება კანდიდატთა ჯამურ შეფასების ფორმაში.

7. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კონკურსანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.

8. გასაუბრების (ბოლო) ეტაპზე გადაყვანილ კანდიდატთა შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი) ქვეყნდება ცესკოს ვებ-გვერდზე, საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში.

9. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს 10 დღისა კონკურსის გამოცხადების დღიდან.“.

11. მე-141 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემოწმება მოხელეს უტარდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. შემოწმებას წარმართავს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. შემოწმების წესი და პირობები დგინდება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი