მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ

მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1081
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 15/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 470.040.000.05.001.000.982
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1081
28/09/2001
სსმ, 28, 15/10/2001
470.040.000.05.001.000.982
მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/12/2006 - 07/12/2017)

საქართველოს კანონი

მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ

 

თავი I ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის სფეროში

საქართველოს კანონმდებლობა მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციისაგან, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 2. კანონის მიზანი

1. ამ კანონის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობასთან.

2. მაუწყებლობაში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით განსაზღვრული ქცევის კოდექსით.

საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მავნე ზეგავლენა – იმ ფილმების ჩვენებით, ნაბეჭდი პროდუქციის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება-გასაღებით, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობით მიღებული ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფსიქიკურ ან/და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მის მორალურ და სოციალურ განვითარებას;

ბ) აზარტული თამაში – თამაში, რომლის შედეგია ფულის, საკუთრების, საკუთრების უფლების წაგება ან მოგება, რაც დამოკიდებულია შემთხვევითობაზე;

გ) აზარტული სათამაშო დაწესებულება – დაწესებულება, სადაც იმართება აზარტული თამაში;

დ) აზარტული სათამაშო ავტომატი – მექანიკური ან ელექტრონული მექანიზმი, რომლით თამაშის შედეგია ფულის წაგება ან მოგება;

ე) კოდირებული სატელევიზიო არხი – სატელევიზიო არხი, რომლის პროგრამის მატარებელი სიგნალები დაშიფრულია და კავშირი ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლობის ორგანიზაცია თანახმაა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის გაშიფრვის საშუალებათა მიწოდება;

ვ) ძალადობის ამსახველი სცენა – კადრი, რომელშიც ასახულია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, თვითმკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება, დასახიჩრება.

 

თავი II არასრულწლოვანთა დაცვა ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოსაგან

    მუხლი 4. არასრულწლოვანთა დაცვა ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოსაგან

1. აკრძალულია:

ა) არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა;

ბ) არასრულწლოვანთა მიერ ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია;

გ) ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში და მათ ტერიტორიაზე.

2. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის შესახებ მიუთითონ თვალსაჩინო ადგილას.

 

თავი III (ამოღებულია )

საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38

    მუხლი 5. (ამოღებულია).

საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38

    მუხლი 6. (ამოღებულია).

საქართველო 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I , 5 18.01.2005 წ., მუხ. 21

საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38

    მუხლი 7. (ამოღებულია).

საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38

    მუხლი 8. (ამოღებულია).

საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38

    მუხლი 9. (ამოღებულია).

საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38

    მუხლი 10. (ამოღებულია).

საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38

    მუხლი 11. (ამოღებულია).

საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38

    მუხლი 12. (ამოღებულია).

საქართველო 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I , 5 18.01.2005 წ., მუხ. 21

საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38

 

თავი IV აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა დაშვებისა და მუშაობის, აგრეთვე აზარტულ სათამაშო ავტომატებთან მათი დაშვების აკრძალვა

    მუხლი 13. აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა დაშვებისა და მუშაობის, აგრეთვე აზარტულ სათამაშო ავტომატებთან მათი დაშვების აკრძალვა

1. აკრძალულია აზარტულ სათამაშო დაწესებულებებსა და აზარტულ სათამაშო ავტომატებთან არასრულწლოვანთა დაშვება.

2. აკრძალულია აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მუშაობა.

    მუხლი 14. აზარტულ სათამაშო დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და აზარტული სათამაშო ავტომატების მფლობელთა უფლება-მოვალეობა

1. აზარტულ სათამაშო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და აზარტული სათამაშო ავტომატების მფლობელებს უფლება აქვთ შეამოწმონ დაწესებულებაში შესულთა, მათ შორის, მოთამაშეთა ასაკი ადამიანის უფლებათა დაცვის სრული გარანტიით.

2. აზარტულ სათამაშო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და აზარტული სათამაშო ავტომატების მფლობელები ვალდებულნი არიან მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის შესახებ მიუთითონ თვალსაჩინო ადგილას.

 

თავი V რესტორანში, ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა დაშვების შეზღუდვა და მუშაობის აკრძალვა

    მუხლი 15. რესტორანში, ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა დაშვების შეზღუდვა და მუშაობის აკრძალვა

აკრძალულია:

ა) ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა დაშვება 23-დან 8 საათამდე;

ბ) რესტორანში, ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა მუშაობა.

    მუხლი 16. ბარისა და ღამის კლუბის ხელმძღვანელთა უფლება

ბარისა და ღამის კლუბის ხელმძღვანელებს უფლება აქვთ შეამოწმონ ბარსა და ღამის კლუბში შემსვლელთა ასაკი ადამიანის უფლებათა დაცვის სრული გარანტიით.

 

თავი VI პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

    მუხლი 17. პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

1. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-11 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-13–მე-15 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევებს განიხილავს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და გამოაქვს სათანადო გადაწყვეტილება.

21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ კანონის მე-5–მე-7 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევებს განიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

3. მშობელს ან არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

4. მაუწყებელთა მიმართ ამ კანონით დადგენილი რეგულირების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

საქართველო 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I , 5 18.01.2005 წ., მუხ. 21

საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38

 

თავი VII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 18. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა შეიმუშაოს:

ა) დებულება „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების შესახებ“;

ბ) არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს დებულება „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების რეესტრის წარმოების შესახებ“.

4. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედებამდე მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების მისანიჭებელი კრიტერიუმები გან-საზღვრულია „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის №39 ბრძანებით.

საქართველო 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I , 5 18.01.2005 წ., მუხ. 21

    მუხლი 19. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული „ქცევის კოდექსის“ ამოქმედებისთანავე.

საქართველო 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I , 5 18.01.2005 წ., მუხ. 21

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 28 სექტემბერი.

№1081-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველო 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I , 5 18.01.2005 წ., მუხ. 21

2. საქართველო 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4320 - სსმ I , №2 04.01 .200 7 წ., მუხ.38