„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 782
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 18/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 470.040.000.05.001.001.634
  • Word
782
23/12/2004
სსმ, 5, 18/01/2005
470.040.000.05.001.001.634
„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 15.10.2001, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ფილმებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების მისანიჭებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული „ქცევის კოდექსით“.“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     მუხლი 12. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრები

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს ინფორმაცია მიიღოს იმ ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის შესახებ, რომლებმაც შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვნებზე, აგრეთვე ინფორმაცია არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების შესახებ.

2. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ქმნის არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრს.

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქმნის არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების რეესტრს.“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-11 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-13–მე-15 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევებს განიხილავს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და გამოაქვს სათანადო გადაწყვეტილება.“.

4. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ კანონის მე-5–მე-7 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევებს განიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.“.

5. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა შეიმუშაოს:

ა) დებულება „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების შესახებ“;

ბ) „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.“.

6. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს დებულება „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების რეესტრის წარმოების შესახებ.“

4. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედებამდე მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების მისანიჭებელი კრიტერიუმები გან-საზღვრულია „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის №39 ბრძანებით.“.

7. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული „ქცევის კოდექსის“ ამოქმედებისთანავე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 23 დეკემბერი.

№782-რს