დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5904-სს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.019822 |
|
ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. ბავშვის უფლებათა კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 100. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი 2020 წლის 1 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 15.10.2001, მუხ. 113).“. 2. 101-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის პირველი−მე-60 და 62-ე−88-ე მუხლები, 89-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები და 90-ე−98-ე მუხლები ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 21 მაისი 2020 წ. N5904-სს |
დოკუმენტის კომენტარები