უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 224/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016261
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
224/ნ
29/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
430210000.22.022.016261
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2011 - 09/07/2013)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 224/ნ

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 521 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი.“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის  წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი

 

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი

    მუხლი 1. წესის მიზანი

1. ამ წესის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ ისწავლონ ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.

    მუხლი 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის დაწესებული მოთხოვნები

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

ბ) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

2. საერთო სამაგისტრო   გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით; 

გ) სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

3. აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ განცხადებით მ მართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი ), საქართველოში ბოლო ჩამოსვლიდან 2 წლის განმავლობაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრანტობის კანდიდატებზე.

4. განცხადებით მ მართვა ხდება ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე და რომლის მიღება ასევე შესაძლებელია ცენტრში .

5. აბიტურიენტს/მაგისტრანტობის კანდიდატს/სტუდენტს უფლება აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე მიმართოს ცენტრს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამის სამსახურს.

6. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყველა გვერდის ასლი;

ბ) უცხო ქვეყანაში ბოლო 2 წლის ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ბ.ა. უცხო ქვეყანაში რეგისტრაციის დოკუმენტი;

ბ.ბ. საკონსულო აღრიცხვის დოკუმენტი;

ბ.გ. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ადასტურებს პირის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს.

) აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით).

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის განცხადებას, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ “ ქვ პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ:

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას.

9 . მოქალ ქეობის არმქონე პირის განცხადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

10 . უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

11. განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს ცენტრის მიერ შემუშავებული ფორმის დადასტურებას ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ.

12. ცენტრი, განმცხადებლის მითითების საფუძველზე, ვალდებულია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოცემისთანავე ეს დოკუმენტი განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნოს სამინისტროს.

    მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განსახილველად მომზადება

1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის მე-6- მე-10 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს შესაბამისი სამსახური და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 თვისა.

2 . თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისია, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3 . სამინისტროს შესაბამისი სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვს ცნობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ საქართველოში ჩამოსვლამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში.

4 . ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა განცხადებების საფუძველზე სამინისტროს შესაბამისი სამსახური ამზადებს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების რეესტრს (შემდგომში – რეესტრი), სადაც შეიტანება შესაბამისი მონაცემები.

5. თუ განცხადება შეიცავს ამ წესის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ დადასტურებას და მას თან ერთვის ამავე მუხლის მე-6 პუნქტის “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, სამინისტროს შესაბამის სამსახურს დაუყოვნებლივ გააქვს საკითხი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილ კომისიაზე განსახილველად.

    მუხლი 4. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს „ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა/სტუდენტთა დოკუმენტების შემსწავლელი კომისია“ (შემდეგში – კომისია), რომელიც შედგება 7 წევრისაგან.

2. კომისია იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია,  თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის სხდომების შედეგად იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

    მუხლი 5. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება

1 . კომისია, ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად, განცხადებას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.

2 . ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უცხო ქვეყანაში ცხოვრების ვადა  მოიცავს პერიოდს სტუდენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის საქართველოში ბოლო ჩამოსვლის დღემდე. 

3 . საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის შემთხვევაში, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უცხო ქვეყანაში ცხოვრების ვადის დადგენის მიზნებისათვის ითვლება, რომ სტუდენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი ცხოვრობდა უცხო ქვეყნაში. საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის გარემოებებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ცნობის შინაარსის გათვალისწინებით იკვლევს კომისია.

4 . კომისია, ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული წესით განცხადების განხილვიდან არა უგვიანეს 7 დღისა, მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას. მინისტრი კომისიის მიერ რეკომენდაციის წადგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტუ იენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დაწესებულებაში სწავლის თაობაზე. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის დაწესებულებას, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და აისახება რეესტრში.

5. თუ სახეზეა ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კომისია შესაბამის დადასტურებაზე დაყრდნობით შუამდგომლობას წარადგენს დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევაში გამოიცემა მინისტრის პირობითი გადაწყვეტილება, რომელიც ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

6. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ამ მუხლის მე-4/ მე-5 პუნქტით განსაზღვრული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის გამოცემიდან ოთხი თვის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე.

    მუხლი 6. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის  წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725-ე ბრძანებით შექმნილი კომისია ჩაითვალოს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შექმნილად.

2. კომისია უფლებამოსილია, განცხადებების განხილვისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში და  მხოლოდ სათანადო დასაბუთებით, იხელმძღვანელოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული პირობებით, ასევე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ წესის მე -2 მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე.

3. განცხადების განხილვა ხდება ამ ბრძანების მე-3მე-5 მუხლებით გათვალისწინებული წესით.

 

17. 12/01/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 02/ნ - ვებგვერდი, 15/01/2024 16. 26/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 92/ნ - ვებგვერდი, 27/09/2023 15. 18/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 88/ნ - ვებგვერდი, 19/09/2023 14. 04/08/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 74/ნ - ვებგვერდი, 07/08/2023 13. 05/10/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 112/ნ - ვებგვერდი, 06/10/2022 12. 13/09/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 101/ნ - ვებგვერდი, 14/09/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 22/06/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 76/ნ - ვებგვერდი, 23/06/2022 10. 08/04/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 50/ნ - ვებგვერდი, 11/04/2022 9. 25/05/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 21/ნ - ვებგვერდი, 26/05/2021 8. 27/12/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 63/ნ - ვებგვერდი, 27/12/2018 7. 30/08/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 24/ნ - ვებგვერდი, 30/08/2018 6. 11/06/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 90/ნ - ვებგვერდი, 12/06/2018 5. 26/12/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 171/ნ - ვებგვერდი, 27/12/2016 4. 17/05/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 36/ნ - ვებგვერდი, 18/05/2016 3. 12/11/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 151/ნ - ვებგვერდი, 12/11/2014 2. 28/11/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 189/ნ - ვებგვერდი, 29/11/2013 1. 09/07/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 91/ნ - ვებგვერდი, 10/07/2013