„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017108
36/ნ
17/05/2016
ვებგვერდი, 18/05/2016
430210000.22.022.017108
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №36/ნ

2016 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 30/12/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016261) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;“;

ბ.ბ)  „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;“;

გ) მე-8 პუნქტის:

გ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი“;

გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში)“;

) მე-9 პუნქტის:

დ.ა)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

დ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციის გარდა, განცხადებას ასევე უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს  უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).“;

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვს ცნობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობით არ დასტურდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში მითითებულ ვადებში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის ფაქტი, ასევე  საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის  მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ეყრდნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„4. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში მინისტრი) წარუდგენს რეკომენდაციას გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მინისტრი სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მიერ რეკომენდაციის წარდგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.“;

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული პირების განცხადების ამ წესთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში მინისტრი) წარუდგენს რეკომენდაციას მას შემდეგ, რაც ცენტრი სამინისტროს წარუდგენს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ პირის სწავლის პერიოდში მიღწეული შედეგების საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების დოკუმენტს.“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი აისახება  ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე