„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 91/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016611
91/ნ
09/07/2013
ვებგვერდი, 10/07/2013
430210000.22.022.016611
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №91/ნ

2013 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი –  430210000.22.022.016261) შეტანილ იქნეს ცვლილება და ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი“ ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი



 

დანართი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი

მუხლი 1. წესის მიზანი
1. ამ წესის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ ისწავლონ ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.


მუხლი 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის დაწესებული მოთხოვნები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. საერთო სამაგისტრო   გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ამ წესის შესაბამისად დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული პროგრამა არის 60-კრედიტიანი, მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი).

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).

6. ცენტრში განცხადებით მიმართვა ხდება ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე და რომლის მიღება ასევე შესაძლებელია ცენტრში.

7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართონ ცენტრს ან სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტს.

8. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ა)  მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების განცხადებას ასევე უნდა დაერთოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 9. საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ა)  მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ:

ე.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;

ე.ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პირის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას.

10. მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

11. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

12. ცენტრი, განმცხადებლის მითითების საფუძველზე, ვალდებულია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოცემისთანავე ეს დოკუმენტი განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნოს სამინისტროს.


მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა
1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 3 თვისა.

2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვს ცნობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ.

4. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) წარუდგენს რეკომენდაციას. მინისტრი სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მიერ რეკომენდაციის წადგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე და აისახება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.