„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 50/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018158
50/ნ
08/04/2022
ვებგვერდი, 11/04/2022
430210000.22.022.018158
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №50/ნ

2022 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016261) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართონ ცენტრს ან სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტს (შემდგომ უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი).“.

2. მე-3 მუხლის  პირველი – 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 3 თვისა.

2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვს ცნობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და მე-2 პუნქტის „ბ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ.

31 . თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობით არ დასტურდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში მითითებულ ვადებში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ 1 “ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის ფაქტი, ასევე  საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის  მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „დ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი ეყრდნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას.

32. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვს ინფორმაციას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების მიერ სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ.

4.  უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს, წარუდგენს რეკომენდაციას გარდა ამ მუხლის 4 1  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელი  უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ რეკომენდაციის წარდგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის/უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

4 1 .  უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული პირების განცხადების ამ წესთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლების  განვითარების დეპარტამენტის უფროსს/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს წარუდგენს რეკომენდაციას მას შემდეგ, რაც ცენტრი სამინისტროს წარუდგენს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ პირის სწავლის პერიოდში მიღწეული შედეგების საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების დოკუმენტს.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„2. თუ ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გამოთხოვილი ცნობით არ დასტურდება ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში ყოფნა სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში და ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტიდან უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლებას იღებდნენ დისტანციური ფორმით, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია დაეყრდნოს მე-3 მუხლის 3 2  პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს მოსთხოვოს აღნიშნულ პერიოდში დისტანციური სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5   პუნქტი:

 „5. უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის 1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის  განსაზღვრული მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც   უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდნენ მხოლოდ 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი