„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 74/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018329
74/ნ
04/08/2023
ვებგვერდი, 07/08/2023
430210000.22.022.018329
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №74/ნ

2023 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით  (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016261) დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3​1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაადასტუროს ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობა არანაკლებ B1 დონეზე.";

ა.ბ)  მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის,  საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების შესახებ).“;

ა.გ) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებისა და კოდის  მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების შესახებ).“;

ბ) მე-3 მუხლდაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 - მე-8 პუნქტები:

„6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუჩეროს სტუდენტის სტატუსი თუ პირმა სასწავლო კომპონენტის შეფასების სულ მცირე ერთ კომპონენტში არ მიიღო შეფასება,  აკადემიური რეგისტრაციის გავლიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტის  სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე, მათ შორის ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შეჩერების შემთხვევაში, ბრძანების გამოცემიდან 10 კალენდარულ დღეში ინფორმაცია წერილობით მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

8.  ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ წესის მე-2 მუხლის 31 პუნქტითა და მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესრულების შემოწმება, მონიტორინგის გზით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი