დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ერთეულის _ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111223008, 29/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080130.35.162.016081 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2011 - 27/01/2012)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 57
2011 წლის 16 დეკემბერი
ქ. ახმეტა
თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენის საკითხის მოწესრიგების საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე და 27-ე ნაწილების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს:
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სამსახურის მთავარი სპეციალისტი (ზედამხედველობის საკითხებში) – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 513, 55-ე, 553, 555, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 86-ე მუხლებით, 103-ე მუხლით, 114-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 1461, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, 1792 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;
ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის მიწის აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51-ე, 512, 513, 52-ე, 533, 552, 555 და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;
გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები – გამგეობის რწმუნებულები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55-ე, 1191 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში);
დ) შპს ,,კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (საწარმოს მომსახურების არეალში);
ე) შპს ,,ახმეტაგამწვანების“ დირექტორი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (საწარმოს მომსახურების არეალში);
ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ დირექტორი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე მუხლებით, 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 73-ე, 74-ე, 75-ე, 86-ე, 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში);
ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე (ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიის ფარგლებში).
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
საკრებულოს თავმჯ დომარის მოადგილე ჯ. ხანგოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები