დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080130.35.162.016449 |
|
,,თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2011, 020080130.35.162.016081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი, ხოლო მისი დავალებით აგრეთვე განყოფილების მესამე რანგის პირველი და მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 51², 51³, 52-ე, 53³, 55-ე, 55² , 55³ , 63-ე, 64-ე, 65-ე, 65¹, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე, 86-ე,119¹ მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 127¹ მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146¹ , 148-ე, 150-ე, 150¹, 151-ე, 1534, 159-ე, 159¹, 1778, 1779, 179² მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;“. 2. დადგენილების პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი, ხოლო მისი დავალებით სამსახურის მესამე რანგის პირველი და მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196³, 1966 და 197¹ მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები